ამ ტიპის ტელევიზიების და ნოდარა მელაძის მსგავსი არსებების გათვლაა “ბომბი ისროლონ”, ტალახი მოსცხონ და იმედი აქვთ, რომ ვიღაც გვარაზმატიკი დაიჯერებს – გია გაბრიჭიძე

435
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ამ პოსტით მინდოდა მეღადავა (დიახ, კი არ დამეცინა, არამედ ზუსტადაც რომ მეღადავა) ნოდარ მელაძეზე, ტვ პირველზე და იმ ხალხზე, ვისაც მათი ნალაყბევის სჯერა, მაგრამ ნაცმედიის მარაზმი უკვე ყველა ზღვარს გადავიდა და უპასუხობა დანაშაულია. სიტყვა ტერორიზმს ძალიან დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ ახლა ამაზე არაფერს ვიტყვი. უბრალოდ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ მედია-ტერორისტებზე, რომლებიც რუსული ტერორის შემქმნელების, სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) პირდაპირი და უტრაკო შთამომავლები არიან. პირდაპირ ვიტყვი, რომ ვინმე ნოდარ მელაძეს შესაძლებელია საერთოდ არ სმენის გვარი აზეფი, მაგრამ ის ზუსტად ისე იყენებს თავის ტელეკამერას და მიკროფონს, როგორც ის ტიპი იყენებდა ხელნაკეთ ბომბებს. დღეს ამ არსებამ სცადა თავისი დამზადებული “ბომბები” ესროლა და ეს სცადა ბიძინა ივანიშვილის მიერ 2011 წელს მასთან ჩანერგილი ვანო მერაბიშვილის აგენტის მიერ გაკეთებული რაღაც აუდიო-ჩანაწერის მეშვეობით და იმ თავის ხელნაკეთ ბომბზე თავად აფეთქდა. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ ავთენტურობა არ არის დადგენილი. არ ვიტყვი იმას, რომ ე.წ. “ჩანაწერი” 2011 წლით თარიღდება, როცა ქვეყანას სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაიები, ბარამიძეები, უგულავები, ბოკერიები და სხვები მართავდნენ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ტიპის ტელევიზიების და ნოდარა მელაძის მსგავსი არსებების გათვლაა “ბომბი ისროლონ”. ისროლონ, რათა ტალახი მოსცხონ და იმედი აქვთ, რომ ვიღაც გვარაზმატიკი დაიჯერებს. კი ბატონო, დაიჯეროს იმ ორიოდ გვარაზმატიკმა. ხალხი 2 ოქტომბერს თავის არჩევანს გააკეთებს და რუსული ტერორის ქართველ მედია-შთამომავლებს საკადრის პასუხს გასცემს”- წერს გაბრიჭიძე.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება