უკიდეგანო ქაჯმა ნოდარ მელაძემ მერაბიშვილის ძველი მოსმენებით ბიძინა ივანიშვილზე შეთითხნა ისეთი გაუგებრობა, რომ თავად სააკაშვილის ადეპტებმაც ვერ გაიგეს

2655
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია “პირველის” მორიგ მონაჩმახს ეხმაურება:

“სერიოზულად რომ უჭირს სააკაშვილის სექტას, არაერთი ფაქტით დასტურდება. მაინც ჯიუტად მიმართავენ ნაცად ხერხს – ტყუილი, მანიპულაცია. ოღონდ შემსრულებელი უვიცი “ჟურნალისტების” ეს ხრიკები იმდენად გაცვდა და უნიჭოა, რომ თუ ასე გააგრძელეს, მათ მალე დაითხოვს კიეველი პოლიტიკური მაწანწალა. სექტაში უვიცზე უვიცს რა დალევს?
დღესაც, “გოიმკანალის” თუ “ცენტრალნი კანალის” უკიდეგანო ქაჯმა ნოდარ მელაძემ მერაბიშვილის ძველი მოსმენებით ბიძინა ივანიშვილზე შეთითხნა ისეთი გაუგებრობა, რომ თავად სააკაშვილის ადეპტებმაც ვერ გაიგეს.
აშკარა იყო, რომ “ტელეჟურნალისტის” ტექსტი საერთოდ არ ემთხვეოდა ჩანაწერების შინაარსს ივანიშვილის “მჭიდრო კავშირებზე კრემლთან”.
დასავლეთში, საკმაოდ პოპულარულია ამერიკელი კომედიანტი მსახიობის, რენდი რეინბოუს ვირტუოზულად დამონტაჟებული იუმორისტულ-სარკასტული “ინტერვიუები” ცნობილ პოლიტიკოსებთან. იქნებ ამ ჟანრში მოესინჯა მელაძეს თავისი გოიმური პოტენციალი? მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა?.” – წერს გია აბაშიძე
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება