Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილი: „კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას

მარშალ პრესი 07/10/2022
გია ცაგარეიშვილი

„კრედიტ სუისთან“ პრობლემები დაიწყო 2008 წელს, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფლების სათავეში და „ნაციონალური მოძრაობა“ განაგებდა ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„საქმე ერთი შეხედვით ძალიან მარტივად არის: ჩემი მოსაზრებით, ეს არის თაღლითობა, განსაკუთრებული დაფიქრებით, ბოროტებით ჩადენილი, წინასწარ განჭვრეტილი შედეგებით. ადამიანს გასტაცეს ასობით მილიონი დოლარი და ითხოვს ამ თანხების დაბრუნებას. რატომ უკვირს საზოგადოებას, რომ ივანიშვილს სურს დაიბრუნოს ასობით და ათასობით დოლარი, რომელიც მოჰპარეს და უქმნიან ყოველდღიურად უზარმაზარ პრობლემებს ამ თანხების უკან დაბრუნების საქმეში. ის იბრძვის და დარწმუნებული ვარ, ბოლო ცენტამდე დაიბრუნებს ამ თანხას“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

კითხვაზე, მიანიშნებს თუ არა იმას, რომ მისი აზრით, შვეიცარიული ბანკის გადაწყვეტილების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, დეპუტატი ასე პასუხობს:

„მე არაფერს გამოვრიცხავ ამ ადამიანებისგან, ჯერ კიდევ მათი მმართველობის ბოლო წლებში იგრძნეს, რომ ივანიშვილი აპირებდა აქტიურ თანამონაწილეობას პოლიტიკაში, მაშინ იგეგმებოდა უამრავი მზაკვრული ნაბიჯი მისი და მისი ოჯახის წინააღმდეგ, შესაბამისად, არაფერს გამოვრიცხავ“.

Post navigation

Previous: როდესაც სცადეს ბიძინა ივანიშვილისთვის შეეტიათ, აღმოჩნდა, რომ ოლიგარქები, საკუთარ გარემოცვაში ჰყოლიათ – ნანა კაკაბაძე ოპოზიციაზე
Next: კახა კალაძე Credit Suisse-ის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილს არ იცნობენ, რადგან მის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.