მამუკა წოწერია ჭკადუაშის მოსახლეობას შეხვდა

138
წაკითხვა/ნახვა
mpn

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს”  ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მამუკა წოწერიამ დღეს, მოსახლეობასთან ინდივიდუალური შეხვედრები ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართა.

მერობის კანდიდატი ადგილობრივებს მუნიციპალიტეტისა და ჭკადუაშის   განვითარების ხედვებზე ესაუბრა.

„საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გვქონდა მოსახლეობასთან სოფელ ჭკადუაშში. ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვებზე, რა თქმა უნდა, შევეხეთ კონკრეტულ გეგმებს რაც ჭკადუაშთან მიმართებით გვაქვს. დავგეგმეთ გარკვეული ღონისძიებები და გამოიკვეთა გამოწვევები, რომლებიც დგას სოფლის წინაშე, პირველი ეს გახლავთ ცენტრალური გზის მშენებლობის გაგრძელება და ასევე საპაპაოს უბანში წყალმომარაგების დაქსელვა. სოფელში განვახორციელეთ გაზიფიცირება და სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის მშენებლობა. ასევე მნიშვნელოვანია სკოლისა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია”-აღნიშნა მამუკა წოწერიამ. მისი თქმით, მოქალაქეებთან ერთად უკვე  დაიგეგმა ის საჭიროებები, რაც სოფლის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„უახლოეს პერიოდში მოსახლეობასთან დავბრუნდებით კონკრეტული გრაფიკით, თუ რომელ პროექტს რა პერიოდში განვახორციელებთ” განაცხადა მამუკა წოწერიამ.

მერობის კანდიდატთან ერთად ჭკადუაშში გამართულ შეხვედრებზე ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით კუხალეიშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები
mpn
მოწონება