ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო ავღანელი ლტოლვილების მიღებისგან დაიცვა – რეალურად რას ითხოვდა ევროპა და ამერიკა საქართველოსგან

12846
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE
სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს ინტერესების დაცვის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ ვიდეოს და წერილს აქვეყნებს:
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს უდიდესი საფრთხე აარიდა!
ასეთი მაღალი სუვერენული პოზიცია საქართველოს ჯერ არ დაუფიქსირებია!
ავღანეთში აშშ-სა და ნატოს მარცხმა ახალი ვითარება შექმნა მსოფლიოში. თალიბებმა გაათავისუფლეს თავიანთი სამშობლო საოკუპაციო ძალებისგან. აშშ-სგან კი დიდი რაოდენობით თანამედროვე სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს ხელში! ამერიკამ სამხედროების გამოყვანა დაასრულა, მაგრამ ასეულობით ათასი ავღანელი, რომლებიც საოკუპაციო ძალებს ემსახურებოდნენ და ადგილობრივ რეჟიმთან თანამშრომლობდნენ თალიბების ანაბარა მიატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკამ 2 ტრილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, ავღანეთის მოსახელობის უმრავლესობამ არ მიიღო დასავლეთის ქვეყნების ცხოვრების წესი და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ თალიბანს დაუჭირა მხარი. ამ ვითარებამ მსოფლიოს დაანახა, რომ „დემოკრატიის“და დასავლური კულტურის ექსპორტი სამხედრო მხარდაჭერითაც კი შედეგს აღარ იძლევა!
2 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის გამოსვლაში განაცხადა , რომ 20 წლიანი სამხედრო ოპერაცია ავღანეთში დასრულდა. მან აღნიშნა, რომ „შეერთებული შტატები სხვადასახვა ქვეყნებში სამხედრო ჩარევით რეჟიმების შეცვლას აღარ განახორციელებს“.  ფაქტიურად ეს დასავლეთის პოლიტიკის მარცხის გაფორმებას ნიშნავს. დასავლურმა ფასეულობებმა საერთაშორისო მაშსტაბით კრახი განიცადა !
ექსპერტების გათვლით, ავღანეთიდან არაგეგმაზომიერი გამოსვლის შედეგად მილიონზე მეტმა პოტენციურმა ლტოლვილმა მოიყარა თავი. მათ შორის ბევრია ეროვნებით ავღანელი, რომელთაც ამერიკის და ევრო კავშირის მოქალაქეობა გააჩნიათ! აშშ-მ და ნატოს წევრმა ქვეყნებმა, ქაბულში საელჩოები მიატოვეს და ასეთ რთულ ვითარებაში ფიქრობენ თავიანთ მხარდამჭერთა გამოყვანას ავღანეთიდან. მათ არ აქვთ სურვილი ასეთი დიდი რაოდენობის მიგრანტები მიიღონ და ცდილობენ რეგიონში მეზობელი ქვეყნები დააფინანსონ და დაიყოლიონ ლტოლვილების მიღებაზე.
რუსეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფმა ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ლტოლვილთა შეზღუდული კონტიგენტი მიიღეს და უარი თქვეს დასავლეთის თხოვნის შესრულებაზე. აქვე უნდა ითქვას რომ , ჩინეთი და რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობენ თალიბებთან და მათ საელჩოებს თალიბანი იცავს დღეს.
ჩინეთმა პირველმა აღიარა თალიბთა ხელისუფლება და რუსეთთან ერთად ავღანეთის რესურსებზე წვდომის პრიორიტეტი მიიღეს.
აშშ-მ 600 მილიონი გამოყო იმისთვის, რომ ლტოვილთა მიგრაცია სხვა ქვეყნებში გადაანაწილოს, ასეთივე გზას დაადგა ევროკავშირიც. გერმანიამ თურქეთს მიმართა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩავუშოღლუმ უარი განაცხადა ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებაზე. აქტიურად განიხილავენ იმ ქვეყნების ჩამონათვალს სადაც შეძლებენ მიგრაციის ძირითადი ნაკადების მიმართვას და ფილტრაციის გაკეთებას, რომ ლტოლვილთა სასურველი და უსაფრთხო რაოდენობა მიიღონ თვითონ, რადგან ტერორისტებმა არ შეაღწიონ.
ნიშანდობლივია ის, რომ დევნილებს ხშირად ტერორისტული აქტებისთვის იყენებენ მესამე ქვეყნები. ამისგან თავის არიდების გარანტირებას ცდილობს დასავლეთი, სხვა სატელიტი ქვეყნების ხარჯზე. ასეთი ქვეყნების ჩამონათვალში საქართველოც მოხვდა!
ცნობილია, რომ დასავლეთი საქართველოს ბუფერული ქვეყნის კატეგორიად განიხილავს და მხოლოდ ამ ჩარჩოებში თანმშრომლობს ჩვენთან. საქართველოზე ზეწოლა უკვე დაიწყო ავღანელი ლტოლვილების მიღების კუთხით.
პირველი ცდა ევროკავშირის 75 მილიონის შეღავათიანი სესხის მოცემაში აისახა. ეს მეორე ტრანში იყო, რომელიც საზოგადოების გასაგონად სასმართლო რეფორმას დაუკავშირეს, სინამდვილეში კი ეს თანხა და მსგავსი დაფინანსებები ავღანელი ლტოლვილების მიღებას მიაბეს. სხვა პირობით ევროკავშირი თანხის მოცემას არ აპირებდა.
საქართველოს ხელისუფლებამ გონივრულად და წინმსწრებად მოიქცა, როცა უარი თქვა სესხის აღებაზე და ამით დასავლეთს მიანიშნა რომ ისედაც დემოგრაფიულად მძიმე მდგომარეობაში მყოფი საქართველო ვერ მიიღებს ათასობით მიგრანტს და პრობლემას ვერ შეუქმნის საკუთარ ქვეყანას. საქართველოს ჯერ კიდევ არ გადაუხარშია სააკაშვილის მიერ 20 ათასი თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემა, რის შედეგადაც ბათუმის ნაწილი და თბილისის ზოგიერთი ქუჩა თურანულ ენოვანი გახდა.
ელჩების დონეზე ევროკავშირის და აშშს მხრიდან მრავალჯერადი შეშფოთების დონემ აიწია, მაგრამ სესხზე უარის თქმით, დასავლეთს ზეწოლის ბერკეტი შეუსუსტდა , რომ სქართველო აიძულოს ავღანეთიდან ლტოლვილების მიღებაზე !
სესხზე უარის თქმით პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო აარიდა ავღანეთიდან მიგრანტების მოზღვავების საფრთხეს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია კი დროული და გასაგებია, ვინაიდან მან დაადასტურა საქართველოს კურსის უცვლელობა ევროპასა და ნატოსთან ურთიერთობაში, რითაც უცხოელ თუ შიდა არაკეთილმოსურნეთ სპეკულირების საფუძველი გამოაცალა.
რაც ეხლა საერთაშორისო ასპარეზზე ხდება არ უნდა აღვიქვათ ამერიკის დასუსტებად, იგი ეკონომიკის და შეიარაღების კუთხით უძლიერესია მსოფლიოში, მაგრამ არსებული ვითარება ცხადყოფს , რომ მათი მართვის სისტემა მე19-ე საუკუნის ბოლოდან მოყოლებული ფაქტიურად არ შეცვლილა და მოძველდა, ხოლო დასავლური ფასეულობები “ლგბტქ” საზოგადოების პროპაგანდისა და ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებით შემოიფარგლება.
დასავლეთის კრიზისის ფონზე ჩინეთის, რუსეთისა და თურქეთის გაძლიერებით მსოფლოში ახალი ვითარება ჩამოყალიბდა! ეს გარემოება საქართველოს თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს, რომ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ითანამშრომლოს ყველასთან და გაძლიერდეს. ისტორიულად საქართველოს მხოლოდ, იმპერიების ახალი ბალანსის პირობებში იძენდა სუვერენიტეტის განმტკიცების და გაფართოების შანსს!”
წერს – სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი
ლევან მამალაძე
კომენტარები
რეკლამა
მოწონება