Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე: მიუხედავად აქაური ე.წ. ტოქსიკური ოპოზიციის ყიყინისა, რომ საქართველო იზოლაციაშია, სინამდვილეში სხვა გვაჩვენა! საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!

მარშალ პრესი 07/10/2022
ედიშერ გვენეტაძე

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ეხმიანება, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ ინიცირებულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტში.
ექსპერტის თქმით ზოგიერთთა გულისგასახეთქად და ქვეყნის კეთილმოსურნეთა გასახარად საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ასე მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!
„უაღრესად წარმატებული ვიზიტი აქვს საქართველოს პრემიერს ევროპაში!
პრაღაში შეკრებილი არიან ევროპის ყველა ქვეყნის პირველი პირები რუსეთისა და ბელორუსიის გარდა!
აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამაში!
ჩვენი ქვეყნის პირველი პირი გახდა ერთ-ერთი სხდომის თანათავმჯდომარე, სადაც საფრანგეთის, ლიეტივის, ჩეხეთის, თურქეთის…და სხვა ქვეყნების პირველ პირებთან განიხილეს ევროპის და საერთოდ კონტინენტზე შექმნილი აქტუალური საკითხები!
ერთი სიტყვით მიუხედავად აქაური ე.წ. ტოქსიკური ოპოზიციის ყიყინისა, რომ საქართველო იზოლაციაშია სინამდვილეში სხვა გვაჩვენა! სახელდობრ ზოგიერთთა გულისგასახეთქად და ქვეყნის კეთილმოსურნეთა გასახარად! საქართველოს და პრემიერის პრესტიჟი წინ მიიწევს და ასე მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ ევროკავშირისაკენ!“- წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი არ ხუმრობს, როდესაც ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე საუბრობს
Next: სამიტის თემატური დისკუსიის – „მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპის კონტინენტზე“ ირაკლი ღარიბაშვილი თანათავმჯდომარეობს! დამეთანხმებით, ეს ჩვენი ქვეყნის პრესტიჟიცაა და დიდი პატივისცემის გამოვლინებაც – ლევან ნიკოლეიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.