პანკისში უაზრო ოპერაციის შედეგად მოსახლეობას პოლიციელები აცემინა; ბასიანის ოპერაციის შემდეგ, სულ ბოდიშები უხადა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილებსა; 20 ივნისსი მიტინგის დაშლის შემდეგ დაშვებულმა შეცდომებმა კი საკმოდ დიდ ხნით შეარყია ქვეყნის სტაბილურობა

666
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

,,როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერ პანკისში უაზრო ოპერაციის შედეგად მოსახლეობას პოლიციელები აცემინა; მოგვიანებით ე.წ. ბასიანის ოპერაციის დროს ჩატარებული ღონისძიების შემდეგ სულ ბოდიშები უხადა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილებსა და მათ მომხრეებს; 20 ივნისს მიტინგის დაშლის დროს დაშვებულმა უსეროზულესმა შეცდომებმა კი საკმოდ დიდ ხნით შეარყია ქვეყნის სტაბილურობა. ეს ისე, გახსენებისათვის, თუ როგორ აკნინებდა სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტს.’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი გახარიას მიერ ტელეკომპანია ,,პირველის’’ ეთერში გაკეთებულ განცხადებას, რომ თითქოს, გადადგა იმის გამო, რომ ,,ქართული ოცნება’’ საფრთხეს უქმნიდა სახელმწიფო ინსტიტუტებს.

ნიკოლეიშილი გახარიას მოუწოდებს, რომ თუ აინტერესებს, თუ როგორ ვითარდება სახელმწიფო ინსტიტუტები, კარგი იქნება პრემიერ-მინისტრის განცხადებას თუ გაიხსენებს. – „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსი ქართველი ხალხია!“ არ მოგწონთ არა, ვიღაც ოპოზიციონერებო, ვიღაც ტელევიზიებო და ვიღაც უცხოელებო? ოო, აი ქართველ ხალხს კი მოსწონს, უფრო მეტიც – ეამაყებათ, უფრო მეტიც – იციან, რომ აქ ძლიერდება ქვეყნის სუვერენიტეტიც, ეროვნული ინტერესებიც და რაც მთავარია, სახელმწიფო ინსტიტუტები’’

,გიორგი გახარიას გუშინდელ გამოსვლის შემდეგ ტვ პირველზე, უნებლიედ უცნაური შთაბეჭდილება გრჩება ადამიანს. ერთია, რომ ნოდარ მელაძის მოფიქრებულ სცენარში ეს კაცი მართლაც კარგად ჩაჯდა, მაგრამ მეორეს მხრივ, სწორედ მელაძე-ტრაპაიძე-გრიგოლიას სცენარი იძლევა იმის სურათს, რომ არასერიოზულობიდან და სიყალბიდან უტიფრობაში გადადის ყოველივე: სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინებაზე საუბრისას ალბათ კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ თუ როგორ გაექცა მაშინდელი პრემიერი პასუხისმგებლობას და გუნდურობის ყველა პრინციპის დარღვევით თანამდებობიდან გადადგა. გადადგა, იმ მელიას გამო, რომლის კრიმინალობას მინიმუმ წინა დღით ამტკიცებდა; როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერ პანკისში უაზრო ოპერაციის შედეგად მოსახლეობას პოლიციელები აცემინა; მოგვიანებით ე.წ. ბასიანის ოპერაციის დროს ჩატარებული ღონისძიების შემდეგ სულ ბოდიშები უხადა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილებსა და მათ მომხრეებს; 20 ივნისს მიტინგის დაშლის დროს დაშვებულმა უსერიოზულესმა შეცდომებმა კი საკმაოდ დიდ ხნით შეარყია ქვეყნის სტაბილურობა .ეს ისე, გახსენებისათვის, თუ როგორ აკნინებდა სამართალდამცავი სტრუქტურების ავტორიტეტს.. ორი დღის წინ ბატონი გახარია, თავის ჩვეული ირონიული ღიმილით მთელი მედიის წინაშე ამტკიცებდა, რომ კახა კალაძესთან არავითარი შეხვედრა არ ყოფილაო, მერე უარყო და კაცურად შევხვდიო, თუ კაცურად შეხვდი, მით უმეტეს რას მალავდი და უარყოფდი? გეთქვა, რა იყო დასამალი? გარდა იმისა, რომ როგორც აღმოჩნდა შეხვედრა არ აღმოჩნდა ისეთი, როგორც გსურდა.. აი, როგორ „კნინდება“ სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკოსის სახელი – ტყუილი, სიცრუე, დაპირების არ შესრულება და რაღაც-რაღაცა მანიპულაციები…

არ შემიძლია, ასევე, არ აღვნიშნო ერთი საინტერესო დეტალიც – არც გახარიას და არც ტვ პირველს (საკმაოდ შეთანხმებულად) მერის არჩევნებში სამი კანდიდატის გარდა, არც ერთი არაფრად არ მიაჩნიათ, უფრო მეტიც, ზრდილობის გამოც კი არც განიხილეს! ან იმ პარტიის ლიდერებს („მესამე ძალა,“ „ლელო“ და ანა დოლიძის პარტია) ან მათ მიერ დაყენებულ კანდიდატებს, სულ ცოტა პროტესტის გრძნობა არ უჩნდებათ? მაშინ, ან ვინ არიან საერთოდ, ან ეთანხმებიან გახარიას და ტვ პირველს და უბრალოდ ასეა საჭირო? ასე კნინდება სახელმწიფო ინსტიტუტებიც, პოლიტიკური პარტიებიც და მათ ლიდერებიც.. ხოლო თუ გაინტერესებთ, როგორ იზრდება სახელმწიფო ინსტიტუტებიც და პოლიტიკოსებიც, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მხოლოდ ერთ ნათქვამს შეგახსენებთ „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩემი უფროსი ქართველი ხალხია!“ არ მოგწონთ არა, ვიღაც ოპოზიციონერებო, ვიღაც ტელევიზიებო და ვიღაც უცხოელებო? ოო, აი ქართველ ხალხს კი მოსწონს, უფრო მეტიც ეამაყებათ, უფრო მეტიც იციან,რომ აქ ძლიერდება ქვეყნის სუვერენიტეტიც, ეროვნული ინტერესებიც და რაც მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტებიც! P.S. საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქვს უცხოელებთან ურთიერთობის, ვიდრე ვიღაც-ვიღაცეებს წარმოუდგენიათ და მინდა დაგარწმუნოთ, რომ უცხოელებს ყველაზე უფრო თავისი ქვეყნის გამყიდველები, თავის ქვეყანაზე მომჩივანი და უვაზელინოდ ერთ ადგილზე შეძრომის მსურველები არ უყვართ. უფრო აფასებენ პრინციპულ და თავის ქვეყნის პოზიციების დამცველ ადამიანებს, იციან რა, რომ მათთან თანამშრომლობა და მეგობრობა უფრო სანდოა, ვიდრე იმათთან რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან პირადი ინტერესების გამო.’’ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება