Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის მიერ ეკლესიის წინააღმდეგ სარჩელზე – შეიძლება ეს არაკომპეტენტურმა ენჯეომ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს

მარშალ პრესი 06/10/2022
ირაკლი კობახიძე1

ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას ახდენს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში საპატრიარქოსა და პარლამენტის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომელიც ეხება მოვლა-პატრონობისთვის მიწის ნაკვეთების ეკლესიისთვის გადაცემას, თუმცა, აღმოჩნდა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტი სახალხო დამცველს გადამოწმებული არ ჰქონდა და სასამართლოში მტკიცებულება ვერ წარადგინა. „სამარცხვინო იყო ის, თუ როგორ „იცავდა“ საკუთარ პოზიციებს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ასეთი არაკომპეტენტურობა, საქმეში ჩაუხედაობა, მოუმზადებლობა , უბრალოდ შუფერებელია იმ კონსტიტუციურ ორგანოსთან, რასაც სახალხო დამცველი ქვია. ეყრდნობი არაკომპეტენტური ენჯეოების ზეპირ განცხადებებს და ამის მიხედვით სარჩელი შეგაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიძლება ეს რომელიმე არაკომპეტენტურმა ენჯეომ თვითონ გააკეთოს, მაგრამ როცა ამას აკეთებს სახალხო დამცველი, ეს რა თქმა უნდა ახდენს თვითონ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციას“ – განაცხადა ირაკლი კობაიძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე: მათი ერთ-ერთი ტელევიზია, ,,ტვ პირველი’’, თითქოს სულ ხარჯავს 8 მლ-ნ ლარს. წარმოიდგინეთ, თვეში ტელევიზიას 650,000 ლარად ამუშავებენ
Next: ირაკლი კობახიძე: 2004-2007 წლებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებდა სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში, მაშინ ოლიგარქად არავინ მოიხსენიებდა და დღეს, როდესაც გასულია პოლიტიკიდან მისი მოხსენიება ხდება ოლიგარქად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.