Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოსო თოფურიძემ გამოაშკარავა „შავი ფულის“ ხარჯვა “ნაცმოძრაობის” შიგნით – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 06/10/2022
ირაკლი კობახიძე

სოსო თოფურიძემ გამოაშკარავა „შავი ფულის“ ხარჯვა “ნაცმოძრაობის” შიგნით, ეს მილიონნახევარი ლარი არ არის დეკლარირებული აუდიტის სამსახურის წინაშე, აშკარაა, რომ პარტიაში “შავი ფული” ტრიალებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც სოციალურ ქსელში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო თოფურიძის განცხადებას გამოეხმაურა.

კობახიძის თქმით, ახლა პარტიაში ფინანსებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და რაც უფრო გარღმავდება პოლარიზაცია “ნაციონალურ მოძრაობაში”, უკეთესი იქნება.

“ნაცმოძრაობის” შიგნით პოლარიზაცია და დაპირისპირება გრძელდება, რაც ძალიან კარგია, რადგან მათ რიგებში რაც უფრო მეტი იქნება პოლარიზაცია, მით ნაკლები იქნება პოლარიზაცია მთლიანად პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, კარგი იქნება, თუ მათთან ეს პროცესები გაგრძელდება. დაპირისპირების გაგრძელებაა სოსო თოფურიძის განცხადებაც, რომელმაც გამოაშკარავა ნიკა მელიას დაფინანსება. საინტერესო დეტალია, რომ მან ფაქტობრივად გამოაშკარავა შავი ფულის ხარჯვა “ნაცმოძრაობის” შიგნით. ეს მილიონნახევარი ლარი არ არის დეკლარირებული აუდიტის სამსახურის წინაშე, აშკარაა, რომ პარტიაში „შავი ფული“ ტრიალებს, რაც ისედაც ვიცოდით, მაგრამ თოფურიძის ამ ხარჯთახრიცხვის გამოქვეყნებით ნათელი გახდა, თუ რამდენად ბევრი „შავი ფული“ იხარჯება “ნაცმოძრაობაში”, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, პარტიაში არის პერსონალური კონფლიქტი, რომელსაც პოლიტიკური მიზეზები და კერძო ინტერესები აქვს.

„მაგრამ ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ბრძოლა მიმდინარეობს, არის სააკაშვილისა და კეზერაშვილის „შავი ფული“, რომელიც შეგახსენებთ არის ნაძარცვი, სისხლიანი ფული, რომელიც მათ საქართველოში მოიპარეს. არა მხოლოდ მოიპარეს, არამედ ეს ფული ყაჩაღურად აქვთ ნაშოვნი და ახლა ცდილობენ, ამ ფულის საქართველოში ინვესტირებას. ამ ფულის გარშემო მომდინარეობს ბრძოლა “ნაცმოძრაობის” შიგნით,”- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისათვის, სოსო თოფურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ნიკა მელიას შენახვა წელიწადში მილიონნახევარი უჯდება.

Post navigation

Previous: ივანიშვილის თანხების მითვისება ლესკოდრონის თვითშემოქმედება არ გახლდათ და ამ დანაშაულში ბანკის მთელი მენეჯმენტი იყო ჩართული
Next: ერთ-ერთი მთავარი რისთვისაც „ნაციონალურ მოძრობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა, სააკაშვილისა და კეზერაშვილი შავი ფულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.