ჭუტლექსვიზია”, რა მოწიეთ მანდ, ავთოიემ ,,მახორკით” დაგაბოლათ?! – რა, ამათ უყურეთ, რააა! აშკარად რაღაცისთვის ემზადებიან! კახა კალაძე 7%-იც არაო. ნიკანორ მელია 71%-ზე მეტიო. გახარიას 22-მდეო

1733
წაკითხვა/ნახვა
mpn

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ტელეკომპანია “პირველის” მიერ ცჩატარებულ ე.წ. სატელეფონო ინტერაქტივს ეხმაურება:

“ალიო!!!
,,ჭუტლექსვიზია”, რა მოწიეთ მანდ, ავთოიემ ,,მახორკით” დაგაბოლათ?!
რა პროცენტებს აქვეყნებთ, თქვენივე ჯანმრთელობაში ეჭვი არ გეპარებათ?!
ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ,,სვინდისიც” კაი საქონელიაო. თუმცა თქვენ ,,სვინდის-ნამუსი” როდის გქონდათ, ან საიდან უნდა გქონოდათ?!
😆
არა, ამათ უყურეთ, რააა!
აშკარად რაღაცისთვის ემზადებიან!
კახა კალაძე 7%-იც არაო.
ნიკანორ მელია 71%-ზე მეტიო.
გახარიას 22-მდეო.
😆
აქ ერთი რამე კი არის გასათვალისწინებელი, კალაძის მომხრეები ნაკლებად რეკავენ ე.წ. ტელევიზიაში, მაგრამ როცა ხედავ, ინტერაქტივი გიშარჟდება, ეგრევე არ უნდა ჩამოხსნა?
არა, მაგარი ანეკდოტია, ჩემმა მზემ, კალაძეს 6 და რაღაცაო.
სარედაქციო კალკულიატორზე დაგიფსათ დეპუტატმა მაჭუტაძემ, ბიზნესმენმა ბადრი შუბლაძემ და ქველმოქმედმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ!” – წერს ზედელაშვილი
კომენტარები
mpn
მოწონება