კახა კალაძე: როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

309
წაკითხვა/ნახვა
mpn

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაშინვე დაიწყებს მუშობას, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება.

მისივე განმარტებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია.

„როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდება და საკოორდინაციო საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავამუშაოთ. როგორც კი დარგის სპეციალისტები და ეპიდემიოლოგები გვეტყვიან, რომ ვითარება მიდის უკეთესობისკენ, გამოსწორებულია მდგომარეობა, შემცირებულია სიკვდილიანობა და ადამიანების ინფიცირება, მაშინვე მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას.

ზოგადად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ მობილობას ამცირებს. ასეთ ვითარებაში, ტრანსპორტი ვირუსის გავრცელებს მეტ შესაძლებლობას იძლევა,“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები
mpn
მოწონება