Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სოზარ სუბარი: როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ დანაყოფია, ამით თავის უძლურობას ააშკარავებს

მარშალ პრესი 05/10/2022
სოზარ სუბარი

როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ „ხალხის ძალა“ უბრალოდ „ქართული ოცნების“ დანაყოფია, რომელიც ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, ამით თავის უძლურობას ააშკარავებს და თვითონ რომ გაკოტრებულები არიან, ამას უფრო ნათელს ხდიან, – ამის შესახებ სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. „ხალხის ძალის“ ლიდერის თქმით, მისი მოძრაობა მმართველი გუნდის შექმნილი არ არის.

„ამით ისინი პრაქტიკულად აღიარებენ, რომ ოპოზიცია აღარ არსებობს და „ქართული ოცნება“ თავის ოპოზიციას ქმნის. საბოლოოდ წინასწარმეტყველებენ, რომ ჩვენ აღარ ვიქნებითო და ისევ ესენი გაინაწილებენ ძალაუფლებას. რა თქმა უნდა, ისინი მართლები არიან იმ ნაწილში, როდესაც საკუთარ კრიზისს ასე კარგად აცნობიერებენ, მაგრამ ის რომ „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ შექმნილია, ამაში მართლები არ არიან. უბრალოდ მართლა ვიფიქრეთ რომ არის რაღაც საკითხები, რაზეც დუმილი არ შეიძლებოდა და ქვეყნისთვის მართლა ეგზისტენციალური საფრთხე იდგა, მაგრამ ამის გარკვეული უხერხულება იყო, როდესაც მმართველ გუნდში იყავი“, – განაცხადა სუბარმა.

Post navigation

Previous: ომში ჩართვაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის არ არსებობს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს – სოზარ სუბარი
Next: მადლობა ღმერთს, რომ ნამდვილად ეყო სიბრძნე ჩვენს ხელისუფლებას, რომ არ წამოგებულიყო ამდენ პროვოკაციაზე და არ ჩართულიყო ომში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.