რეზო ამაშუკელი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს – კარალევა ხუშტურა მე მგონია, რომ ხვალინდელი დღის და თქვენი მომავლის ბედნიერების ქსოვა დაიწყეთ – (ვიდეო)

2602
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE
პოეტი რეზო ამაშუკელი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს:
“მივმართავ სალომე ზურაბიშვილს!
დღეს, 2021 წლის 3 სექტემბერია.
დღეს უკვე აღარ ვთვლი საჭიროდ, რომ თქვენთან პოლემიკაში შემოვიდე.
მაინც ვწუხვარ, რომ ისეთ პოლიტიკურ აბლაბუდაში ხართ გახვეული, რომ ჯერ თვითონაც ვერ აცნობიერებთ.
მე კი მგონია, რომ ხვალინდელი დღის და თქვენი მომავლის ბედნიერების ქსოვა დაიწყეთ. ასე იყო კარალევა მარგოც.
ამიტომ მე ბევრს არ გავაგრძელებ და გენდერული თანასწორობა, რომ დავიცვათ,
თავის დროზე მარგველაშვილს დავარქვი კარალევა მარგო, რომელსაც სიკვდილამდე ერქმევა კარალევა მარგო.
თქვენ კი ეხლა რასაც გეტყვით, ესეც შეგრჩებათ ბოლომდე.
ჩემო ღრმადპატივცემულო კარალევა ხუშტურა.
და ბოლოს, კარგად დაიმახსოვრეთ ორივე კარალევამ, მე და თქვენ, ამას ორივეს გეუბნებით,
სხვადასხვა წონის კატეგორიებში ვართ.
ეხლა მოუსმინეთ რასაც გეუბნებოდით 2020 წლის ოქტომბერში.
დღეიდან უკვე საბოლოოდ მოგმართავთ როგორც ქალბატონს და არა როგორც ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს.” – წერს პოეტი რეზო ამაშუკელი
კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება