Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: ის ფაქტი, რომ საქართველო ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში მონაწილეობს, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის

მარშალ პრესი 05/10/2022
გიორგი ხელაშვილი

პრაღაში ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი სამიტისთვის ემზადებიან. ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ლიდერები ამ ფორმატში პირველად იკრიბებიან და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ.

„ის ფაქტი, რომ საქართველო ამაში მონაწილეობს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რადგან ამ შეხვედრაში უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. დამატებით საშუალებაა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები გაიმართოს და საქართველოს საკითხი კიდევ ერთხელ ყველანაირად იყოს განხილული ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უკავშირდება“, – მიიჩნევს ხელაშვილი.

სამიტი ჩეხეთის დედაქალაქში 6-7 ოქტომბერს ჩატარდება. საქართველოს დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით უკვე პრაღაშია. ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის ჩამოყალიბების ინიციატივა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

Post navigation

Previous: ფილიპ რიკერი: ჟენევის მოლაპარაკებებზე როგორც ყოველთვის დავაფიქსირეთ უცვლელი და განგრძობადი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ
Next: 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი როლანდ შავაძე გახდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.