Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები და ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები

მარშალ პრესი 05/10/2022
მდინარაძე

კითხვები ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც მეგობრებს, ასევე პარტნიორებს შორის, მათზე ყოველთვის არის პასუხები, ჩვენ ამ პასუხებში ვართ მართლები, – ასე უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე კითხვას, ელოდებიან თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მოადგილის მხრიდან ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკაზე კითხვები დაისმება.

მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი „ეროვნული ინტერესებიდან გამოდის“ და თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განხორციელებული ქმედებები აწუხებს, „ეს მისი პრობლემაა“

„ჩვენ გამოვდივართ სტრატეგიული, დასავლეთთან ინტეგრაციის და ეროვნული, ქართული ინტერესებიდან. თუ ვინმეს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ქმედებები აწუხებს ეს მისი პრობლემაა, ჩვენ გამოვდივართ ეროვნული და ქართული საზოგადოების უსაფრთხოების ინტერესებიდან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, შეიარაღებაზე კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი ჯენკინსი 5-7 ოქტომბერს საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად
Next: მამუკა მდინარაძე: ჩვენს ერთობას უმრავლესობის ფორმატში არანაირი საფრთხე არ ემუქრება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.