Skip to content
15/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პარლამენტში მინისტრების მისვლის ინტენსივობას გაზრდის

მარშალ პრესი 05/10/2022
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, საპარლამენტო ზედამხედველობის თაობაზე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პარლამენტში მინისტრების მისვლის ინტენსივობას გაზრდის.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დემოკრატიის ხარისხის ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ევროპის ქვეყნებში სწორედ მინისტრების პარლამენტში დაბარების ანგარიშვალდებულების გაზრდაა.

„წლების განმავლობაში მინისტრები აქა-იქ გამოკრთებოდნენ ხოლმე პარლამენტში. როდესაც მინისტრი ხშირად ჩანს პარლამენტში, ეს ევროპის ქვეყნებში ინდიკატორადაც კი მიიჩნევა, თუ რამდენად მაღალია დემოკრატიის ხარისხი საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით. ეს წესი კიდევ უფრო ვითარდება, იხვეწება და მათი მოსვლის ინტენსივობა იქნება კიდევ უფრო მეტი. ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რასაც ევროპის ქვეყნებიც აღიარებენ, არის მათი პარლამენტში დაბარების ანგარიშვალდებულების ხარისხის გაზრდა, რაც იზრდება და არის მთავარი. ეს იწვევს აღიარებას, რომ დემოკრატიის ხარისხი საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით უმჯობესდება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტების შეკითხვას, მისი აზრით, დაუჭერენ თუ არა მხარს ოპოზიციის წარმომადგენლები რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, მდინარაძის თქმით, ოპოზიციაში ზომავენ თუ რამდენად მომგებიანი ან წამგებიანია მათთვის მხარის დაჭერა და შეძლებენ თუ არა საბოტაჟის გამართლებას.

„ჩვენს ოპოზიციაში ზომავენ რამდენად მათთვის პიარულ მომგებიანია ან წამგებიანია და შეძლებენ თუ არა საბოტაჟის გამართლებას ამ შემთხვევაშიც კი. როდესაც გადაწყვეტენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობასთან, ან საპარლამენტო ზედამხედველობასთან მიმართებაში ვერ შეძლებენ საბოტაჟის გამართლებას, ამბობენ კარგია და მხარს ვუჭერთო. სადაც ფიქრობენ, რომ პიარულად შეძლებენ საბოტაჟის გამართლებას იქ ხისტები არიან, აქ იკვეთება მათი მხოლოდ პოლიტიკური და არა ეროვნული ან სახელმწიფო ინტერესი, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ ევრორეკომენდაციების თითოეული პუნქტი შევასრულოთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს
Next: მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.