Skip to content
07/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

Politico: ევროკავშირის ქვეყნები სანქციების მერვე პაკეტზე შეთანხმდნენ, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს

მარშალ პრესი 05/10/2022
politiko

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმა წარმომადგენლებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი შეათანხმეს, რომელიც რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ გამოცემა Politico რეზოლუციის სამუშაო ვარიანტზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, გარკვეული შეღავათები მიიღეს კვიპროსმა, საბერძნეთმა და მალტამ, რომლებიც ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს იჩენდნენ, ვინაიდან რუსული ნავთობის დიდი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნების ტანკერებს გადააქვს.

ახალი პაკეტი ასევე უკრძალავს ევროკავშირის მოქალაქეებს რუსული სახელმწიფო კომპანიების დირექტორთა საბჭოებში შესვლას. გარდა ამისა, პერსონალური სანქციები უწესდება ადამიანებს, „რომლებიც ვლადიმირ პუტინს საომარ მოქმედებებში ეხმარებიან“.

 

თავის მხრივ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთმა მიაღწია იმას, რომ რუსული ნავთობის ფასზე ზედა ზღვარი არ გავრცელდეს მილსადენებით ნავთობის მიწოდებაზე, და რომ ახალი სანქციები არ შეეხოს ატომურ ენერგეტიკას, რაც უნგრეთს ახალი ენერგობლოკების მშენებლობას გაურთულებდა.

 

სავარაუდოდ, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტი 5 ოქტომბერს იქნება შეთანხმებული

Post navigation

Previous: საქართველოს ეროვნული არქივი და პოლონეთის ეროვნული მსაქართველოს ეროვნული არქივი და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენხსიერების ინსტიტუტი ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
Next: მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე – გვინდა მოვუწოდოთ, რომ მკაფიო იყოს მისი განცხადებები დეოლიგარქიზაციაზე – თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.