გვარამია ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედია ამ დაჯგუფებაში – ისინი დგანან “ლგბტ” მარშის უკან – პრემიერი

564
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ერთი და იგივე ხალხი ძალადობს დღემდე და ისინი მართავენ ამ დესტრუქციულ ძალას”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნაც.მოძრაობაზე ტყიბულში, “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის წარდგენის  ღონისძიებაზე.

“მათგან მომდინარეობს ყველა ბინძური კამპანია, ცილისწამება და ბრალდებები, რომელიც ყოველდღიურად ესმის საზოგადოებას. მაგალითად, მათი ხელწერაა ბრძოლა ეკლესიისა და ჩვენი პატრიარქის წინაღმდეგ.

ჩვენ კარგად ვნახეთ ის ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია და რატომ? ვკითხულობთ! – მათ ეს კარგად აქვთ გააზრებული; გვარამიას, რომელიც არის თვითგამოცხადებული მედიამენეჯერი, ამ დროს ვიცით, რომ ის არის ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი ამ მაფიოზურ დაჯგუფებაში, ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი მთელი ამ სიბინძურის კამპანიის, მუდმივი შფოთის შემომტანი. კაცი, რომელიც იყო განათლების მინისტრი, შეადარეთ ახლა ჩვენ მთავრობაში ბატონ მიხეილ ჩხენკელს, მეცნიერ კაცს; ეს სხვაობაა მეგობრებო და მე მჯერა, ამ სხვაობას ხედავს ჩვენი ხალხი და შესაბამის დასკვნას და ვერდიქტს გამოიტანს 2 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ, მე-8 არჩევნებში, როდესაც ძლიერად და ღირსეულად გავიმარჯვებთ.

მათი ეს პოლიტიკა არ არის რაღაც ემოციებზე დაფუძნებული, ეს არის კარგად გააზრებული მზაკვრული შეთქმულება საქართველოსა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. პირველი ამოცანა არის ის, რომ არცერთი ავტორიტეტი არ დატოვონ ქვეყანაში, მოახდინონ მათი დისკრედიტაცია, ჯარის, პოლიციის, სასამართლოსი; ამიტომაც ებრძვიან ეკლესიას, ამიტომ ებრძვიან პატრიარქს, ამიტომ იგონებენ ათას პროვოკაციას, ამიტომ დგანან ისინი “ლგბტ” კამპანიის მარშის უკან და მათი ორგანიზებით ხდებოდა ის მძიმე პროვოკაცია, რომელიც თავიდან ავიცილეთ, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა და  ჩვენ დავგმეთ ყველამ, არ შეიძლებოდა ჟურნალისტებზე თავდასხმა, ეს იყო კატასტროფული შეცდომა, თუმცა ყველა მოძალადე იქნა დასჯილი და დაპატიმრებული, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით, ვისგან მომდინარეობდა ეს უმძიმესი პროვოკაცია, ეს შეთქმულება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ; ყველაფერი ნათელია, ყველაფერი სახეზეა და ერთადერთი, ჩვენ გვჭირდება მშვიდად, წყნარად და მტკიცედ მივიდეთ არჩევნებზე, დავაფიქსიროთ ჩვენი ღირსეული არჩევანი და გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის მართვა”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება