Skip to content
21/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს პირველი მოსმენით გაეცნობიან

მარშალ პრესი 05/10/2022
პარლამენტი საქართველოს

დღეს კანონმდებლები პირველი მოსმენით გაეცნობიან საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ ის ეუთო/ოდირს და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან საქართველო ელექტრონულ საარჩევნო სისტემაზე გადავა. ამომრჩევლის მინიმუმ 70%-ზე მეტი ხმას სწორედ ელექტრონული ფორმით მისცემს.

მმართველი გუნდის ინიციატივით, იმ უბნებზე, სადაც არ იქნება ელექტრონული მარეგისტრირებელი და დამთვლელი აპარატურა, მიცემული ხმების ამსახველი ბიულეტენები სრულად გაციფრულდება და აიტვირთება ცესკოს ოფიციალურ ვებპორტალზე.

მმართველი გუნდის წევრების განცხადებით, ცვლილებები არჩევნებთან დაკავშირებულ სპეკულაციებს დაასრულებს. კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნების მიღების შემდეგ გაგრძელდება.

Continue Reading

Previous: დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი ეწვევა
Next: დღეს „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025