ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი, არჩევნები აღარ იქნება და ჩვენ შეგვეძლება, მთელი რესურსის მობილიზება მოვახდინოთ მხოლოდ განვითარებაზე

260
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად; ეს ასეც იქნება, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები იმიტომ, რომ “ქართულ ოცნებას” არ ჰყავს ალტერნატივა ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული მმართველობა და განვითარება.

„მომდევნო წლების განმავლობაში, ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი, მოგეხსენებათ, რომ აღარ იქნება არჩევნები და ჩვენ შეგვეძლება, მთელი რესურსით მოვახდინოთ მობილიზება მხოლოდ განვითარებაზე, მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული ნარატივი და დღის წესრიგი, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ოპოზიციური არხების მიერ და რეალურად, დესტრუქციული ძალის, „ნაცმოძრაობის“ მიერ, ნელ-ნელა, მშვიდად, მტკიცედ უნდა შევცვალოთ და მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ რეალური საქმე. დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს არის გამოწვევა და ამაზე უნდა მოვახდინოთ მთელი რესურსების მობილიზება და კონცენტრირება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება