ამ სესხს მოჰყვებოდა ვალდებულება, როდესაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ – ირაკლი გოგავა 75 მილიონიან უცხოურ სესხზე

2104
წაკითხვა/ნახვა
mpn

საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა 75 მილიონი ევროს ოდენობის სესხის ევროკავშირისგან მიღებაზე. ამ სესხს მოჰყვებოდა ვალდებულება, რისი მთავარი აზრი იყო სასამართლოს ისეთი რეფორმის გატარება, როდესაც მოსამართლეებს უცხოელები შეარჩევდნენ და შემდგომ გააკონტროლებდნენ.”- წერს “საქართველოს განვითარების ლაბორატორიის” ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში.

“ცხადია, ეს ყველაფერი ლამაზი სიტყვებით იფუთება დეკლარაციულადაც და კანონებშიც. მაგრამ, აზრი ეს იყო. ორი მიზეზი თუ რატომ სურს უცხოეთს აკონტროლოს ქართული სასამართლო:

საკუთარი ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შემოსულია ან მომავალში დააპირებს შემოსვლას. როგორც წესი, მათი ლობირება ხდება ადგილობრივი მეწარმეების ინტერესის ხარჯზე. ამის ნათელი მაგალითია სიგარეტის იმპორტის დემპინგი, რაც ავიწროვებდა/აჩერებდა ადგილობრივ წარმოებას.

საარჩევნო დავებს სასამართლო განიხილავს, უცხოეთს კი ყოველთვის ჰყავს თავისი ფავორიტი პოლიტიკური ძალები.

ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო, ხელისუფლებამ სახელმწიფოს სუვერენიტეტის ნარჩენები დაიცვა. მივმართავ ხელისუფლებას: მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის “ნულოვანი ზრდის” კონცეფციასაც თუ მოიშორებთ, ხალხმა შესაძლოა ისევ მოიხედოს თქვენსკენ.

ზოგს შეიძლება გაახსენდეს კლიშე, რომელსაც 30 წელია ყველა ციფრული ხვრელიდან ტვინში გვიბეჭდავენ: “პირადპირი უცხოური ინვესტიციები ხომ საჭიროა!”, “სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება თუ უცხოური ბიზნესი არ შემოვიდა!” და ა.შ. ეს არის კლასიკური ყალბი ორიენტირი, რომელიც დაამკვიდრეს ჩვენს საზოგადოებაში.

პასუხი: პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში არის მძიმე ტვირთი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვალუტისთვის და მის მიერ მოცემული სიკეთეები ვერ ფარავს იმ ნეგატივს, რომელიც მას მოაქვს. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მისაღებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მაღალტექნოლოგიურ სფეროს ეხება. ამის სანაცვლოდ საჭიროა ადგილობრივი რეალური სექტორის, საწარმოების დაკრედიტება. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა: ნებისმიერი ბიზნესის 51% ეკუთვნოდეს საქართველოს მოქალაქეს.”- წერს ირაკლი გოგავა.

კომენტარები
mpn
მოწონება