საკოორდინაციო საბჭო გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებაზე იმსჯელებს

236
წაკითხვა/ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვირუსის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს. ამ საკითხზე ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მთავრობის სხდომის შემდეგ გვექნება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. რა თქმა უნდა ყურადღებით ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, ჯანდაცვის სამინისტროს სისტემა ეფექტურად მართავს ვითარებას. მოგეხსენებათ, ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტურისტების ნაკადიც იზრდება ქვეყანაში.

მნიშვნელოვანია, მთავრობამ ადეკვატურად უპასუხოს ტურისტების შემოდინებას საქართველოში. ბევრი ჩივილი გვესმის იმასთან დაკავშირებით, რომ გადაადგილების შეზღუდვა არის შემაწუხებელი.

ჩვენ ამის თაობაზე ვიმსჯელებთ, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით, როგორი რეკომენდაციები იქნება ჯანდაცვის სამინისტროდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
მოწონება