Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

“POSTV” დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლათფორმა”

მარშალ პრესი 04/10/2022
POSTV

არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლათფორმა”- ამის შესახებ ნათქვამია ტელეკომპანია “პოსტვ”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ძვირფასო მეგობრებო, დაარსების დღიდან ჩვენი ტელევიზია ღიად და დაუფარავად აცხადებდა თავისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ჩვენს უპირატესობად ვთვლით, რომ მაყურებელს პატიოსნად ვეუბნებოდით, თუ ვის და რა იდეას ვუჭერდით მხარს. ასევე, თავიდანვე ცხადი იყო ის იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზეც არხი იდგა. ჩვენი გულწრფელობა დაფასდა და ძალიან დიდი მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დღითიდღე იზრდება ჩვენი არხის ერთგული მაყურებლის რიცხვი და შესაბამისად რეიტინგიც.

ახალ დროს ახალი გამოწვევები მოაქვს. ჩვენი უცვლელი პრინციპია, ვემსახუროთ ხალხს და ქვეყანას იქ, სადაც სიმართლეა და ისე როგორც ჩვენ გვწამს. ამიტომაც, „პოსტვ“-ის გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლადშექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“.

მიგვაჩნია, რომ მათ მიერ გაცხადებული მიზანი, ქართველმა ხალხმა გაიგოს მეტი სიმართლე, ამ რთულ და ფეთქებადსაშიშ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ემთხვევა ჩვენი არხის შემქმნის იდეას.

არხი დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლათფორმა, ჩვენი არხის რამდენიმე სახე უშუალოდ გახდა ორგანიზაციის წევრი. არხს ჰყავს ახალი დამფუძნებელი, არხის საკონტროლო პაკეტი ეკუთვნის ვიქტორ ფაჯარიძეს, რომელთანაც გვაქვს სრული იდეოლოგიური თანხვედრა. ღრმად გვწამს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმით ჩვენს წვლილს შევიტანთ საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში.”– ნათქვამია POSTV-ს განცხადებაში.

Post navigation

Previous: მოძრაობა “ხალხის ძალას” ახალი წევრები შეემატნენ
Next: ააახლა მომისმინეთ რაა, ისე არ გავალ ეთერიდან – თაკო ჩარკვიანი სააკაშვილზე (ვიდეო)

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.