შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მადლობის წერილი დავით ზალკალიანს

171
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.

„ძვირფასო დავით, მსურს გამოვხატო ჩემი უდიდესი მადლიერება საქართველოს მიერ ავღანეთიდან შვედეთის მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში გამოხატული მხარდაჭერისთვის, რამაც თბილისის გავლით მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანის საშუალება მოგვცა. თქვენი სამინისტროსა და აეროპორტის ხელმძღვანელობის მიერ გაწეული თანამშრომლობა და დახმარება ნამდვილად გამორჩეული იყო,“ – წერს ენ ლინდე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული პარტნიორების მიერ ავღანეთიდან სამოქალაქო პირების გამოყვანის მიზნით ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში.

თბილისის აეროპორტში განხორციელდა ნატო-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავების განლაგება, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებდნენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო შემდგომ ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდებოდა სხვადასხვა ჩარტერული რეისების საშუალებით. აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდნენ ქართველი, ამერიკელი, ნორვეგიელი, შვედი და სხვა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება