ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო, დღეს ეს ადამიანები ისევ აცდენენ ხალხს და ელაპარაკებიან დემოკრატიაზე და ევროკავშირზე

235
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„ნაცმოძრაობის” დროს, მთავარი იდეოლოგი, წარმოიდგინეთ რა კოშმარში და რა კატასტროფაში ვცხოვრობდით, იყო ნიკა გვარამია მეგობრებო, არც მეტი არც ნაკლები. დაავიწყდა ხალხს. ნიკა გვარამია – მთავარი გარყვნილების პროპაგანდისტი; თუ რაიმე სიბინძურე იხარშება მათ თავებში, ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი არის ეს ვაჟბატონი, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებდა ქვეყნის განათლებას, მიზანმიმართულად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არ იყო რაღაც შეცდომები, ეს იყო გააზრებული, მიზანმიმართული, გააზრებული, ბოროტი იდეოლოგის მიერ დაგეგმილი ანტიეროვნული სამუშაოები და ღონისძიებები.

„ყველაფერი, რაც დაანგრიეს – ლაბორატორიები, ყველაფერი მოსპეს, აბსოლუტურად გაანადგურეს, მათ შორის პროფესიული განათლების მიმართულებით. ნულიდან გვიწევს რეალურად აღდგენა ამ ყველაფრის და დღეს გამოდიან ეს ადამიანები. დღეს მოგვევლინა, პირდაპირ უნდა ითქვას, აღნიშნული გარყვნილების და ბოროტების პროპაგანდისტი, სააკაშვილთან ერთად და მელიასთან ერთად და ყველა იმ ადამიანთან…. და ბოკერია თუნდაც და უგულავა – ყველანი ეს მაფიოზური დაჯგუფება და დღეს ასევე „ჭკუას გვასწავლიან” და მოძღვრავენ ჩვენს მოსახლეობას, ჯერ კიდევ სამწუხაროდ. საუბედურო ტრაგედიაა ჩვენთვის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი 20%, 17% თუ რამდენიც აქვთ მაგათ რეიტინგი ამომრჩევლებში – არის შეცდენილი. ვინ თუ არა ჩვენ, ზრდასრულმა ადამიანებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ ასეთი უნარებით დაჯილდოვებულ ადამიანებს, პროფესიონალ თაღლითებს, რა თქმა უნდა აქვთ უნარი, რომ მასები შეიყვანონ შეცდომაში.

ყველანი ვიყავით შეცდომაში შეყვანილი თავის დროზე. ყველას ეგონა მართლაც, რომ რაღაც რეალურ წინსვლას, განვითარებას, მშვიდობას მოუტანდა ქვეყანას სააკაშვილის მმართველობა, მაგრამ ვნახეთ როგორ დაასრულა მან.  უამრავი ტრაგედია, კატასტროფული შედეგები, დანგრეული რეალური ისტორიები პატიოსანი, მშრომელი ხალხის. ათასობით ადამიანს წაართვეს ბიზნესები, დაუნგრიეს ოჯახები, გააყიდინეს სახლები – ყველაფერი. ღამის 02:00-03:00 საათზე აფორმებინებდნენ ბიზნესებს.

აი ეს ვაჟბატონები, გვარამია, რომელიც მანამდე პროკურორი იყო, პროკურორის მოადგილე იყო და მის დროს მოხდა მთელი ეს უბედურებები. 300 000 ადამიანი იყო პრობაციონერი ქვეყანაში. 300 000 ადამიანი მეგობრებო  და პატიმრების რაოდენობის ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშების მიხედვით, ევროპაში ვიყავით პირველ ადგილზე, მსოფლიოში მეორეზე თუ მესამე ადგილზე. 30 000 კაცი იყო საპატიმროებში გამომწყვდეული.

გუშინ ბატონი რატი ბრეგაძე იხსენებდა, რომ ციხეებში 20 კვადრატულ საკანში 30-35 პატიმარი ჰყავდათ და მორიგეობით უწევდათ მათ 1 და 2 საათის განმავლობაში ძილი. აი ეს რეჟიმი იყო მეგობრებო. ასეთი რეჟიმის დროს, რა თქმა უნდა იქ საუბარი არ იყო არავითარ დემოკრატიაზე. ეს იყო მაფიოზური დაჯგუფება, მაფიოზური სახელმწიფო. დღეს ეს ადამიანები ისევ გამოდიან და ისევ აცდენენ ხალხს და ელაპარაკებიან დემოკრატიაზე და ევროკავშირზე”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება