მისასალმებელია, რომ კოვიდპანდემიის პირობებში “ცესკო” უზრუნველყოფს ერთის მხრივ უსაფრთხო გარემოს და მეორეს მხრივ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგებს

1048
წაკითხვა/ნახვა
mpn

“ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მონიტორინგი განვახორციელეთ თბილისის მასშტაბით გარკვეულ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის ჩატარებულ პირველი ეტაპის ტრენინგებსა და პირველ სხდომებზე.

ტრენინგები და პირველი სხდომები ჩატარდა კოვიდ უსაფრთხოების ზომების მკაცრი დაცვით, რა დროსაც აღნიშნულ ფორმატში დაშვება ხდებოდა ყოველი მონაწილისა და დამსწრე პირის სწაფი ტესტის ჩატარების შემდეგ.

ტრენინგები შეეხო:
არჩევნების ჩატარების ძირითად პრინციპებს;
საუბნო საარჩევნო კომისიების სამუშაო რეჟიმსა და უფლებამოსილებებს;
საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობას არჩევნების (კენჭისყრის) დღეს;
კოვიდ უსაფრთხოების ზომებს;

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები, რა დროსაც ხდებოდა ადმინისტრაციული პირების არჩევა, ჩატარდა „საარჩევნო კოდექსის“ 25-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

მისასალმებელია, რომ კოვიდპანდემიის პირობებში “ცესკო” უზრუნველყოფს ერთის მხრივ უსაფრთხო გარემოს და მეორეს მხრივ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ტრენინგებს, რომელსაც ატარებენ მაღალკვალიფიცირებული ტრენერები.” – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები:  “მასმედიისა და უფლებების დაცვის ცენტრის დირექტორი მაია ხარაძე და “დემოკრატიისა და უფლებების დაცვის ცენტრის” დირექტორი  დავით ლილუაშვილი ავრცელებენ.

კომენტარები
mpn
მოწონება