დესტრუქციულ ძალას ჩვენი ძლიერი პოლიტიკური გუნდი სათანადო ადგილს მიუჩენს ყოველთვის – პრემიერი

288
წაკითხვა/ნახვა
mpn

ყველას, ვის თუ არა მეწარმეს, ბიზნესმენს, ყველას, ნებისმიერ მოქალაქეს, ბიზნესმენს, ექიმს, პედაგოგს, პოლიციელს, ჯარისკაცს სჭირდება სტაბილურობის განცდა. პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ქვეყანაში ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროგნოზირებადობა არის აუცილებელი, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, რომ ადამიანმა დაგეგმოს ხვალინდელი დღე.

„პროგნოზირებადი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სიტუაცია, უნდა იყოს პოლიტიკური სტაბილურობა პირველ რიგში და პროგნოზირებადი უნდა გავხადოთ ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობაც და განვითარება. განვითარება, განვითარება და განვითარება – აი ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. რა თქმა უნდა, ამ დესტრუქციულ ძალას ჩვენი ძლიერი პოლიტიკური გუნდი სათანადო ადგილს მიუჩენს ყოველთვის. მათ იციან მათი ადგილი და იქნებიან იქ, სადაც არიან დღეს. სხვა მხრივ, მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ ღირსეულად, დამაჯერებლად. „ქართულ ოცნებას“ დღეს არ ჰყავს ალტერნატივა მეგობრებო.

ეს იციან ჩვენმა ოპონენტებმა, იცის ყველამ. რა თქმა უნდა, ჩვენ ზესტაფონში გვყავს ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ზესტაფონს და ზესტაფონელებს, ბატონი ვასილ გველესიანი, მე მინდა მივესალმო მას. კაცი, რომელმაც დაიწყო რიგითი მეტალურგობიდან და გახდა ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის დირექტორი და მმართველი. წარმატებული, გამორჩეული მენეჯერი, მმართველი კაცი, რომელიც არის შემდგარი და წარმატებული მენეჯერი და რომელმაც გადაწყვიტა, რომ ახლა ემსახუროს მოსახლეობას – ზესტაფონს და ზესტაფონელებს. მე მინდა, მას წარმატება და გამარჯვება ვუსურვო. ისეთივე წარმატებული იყოს, როგორიც იყო მანამდე მის კერძო საქმიანობაში და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს ღირსეულ კაცს, ბატონ გიორგის მადლობა ვუთხრა გაწეული სამსახურისთვის და წარმატება შემდგომ საქმიანობაში. ასე, რომ ჩვენ მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და ქვეყნის განვითარება. ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად. ჩვენ 2 ოქტომბერს გავიმარჯვებთ ყველგან და ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები
mpn
მოწონება