ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას – კახა კალაძე

168
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდნენ და როგორც დედაქალაქის, ასევე, კონკრეტულად ვაკის რაიონის მასშტაბით განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრნენ.

თბილისის მერმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ვუფრთხილდები და ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას და თანადგომას. მინდა, ეს პატივისცემა და სიყვარული გაკეთებული საქმეების სახით დავუბრუნო ჩემს ქალაქს. დედაქალაქს აქვს უდიდესი რესურსი, რომ უფრო მეტი მწვანე სივრცე შევქმნათ, უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ. ცხადია, ყველა პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს, ვერ იქნება მოგვარებული და ამას არც ვამბობ, რადგან შეუძლებელია ყველაფრის გაკეთება. 30 წლის განმავლობაში უცებ, ერთი ხელის მოსმით მოგვარება გამორიცხულია. მე რასაც გავაკეთებ, ამას ვამბობ. რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ვერ დაგპირდებით. შესაბამისად, რასაც ვიტყვით, ის პროექტები იქნება შესრულებული. მომდევნო დღეების განმავლობაში, ვაპირებ, თბილისელებს წარვუდგინო, ჩემი პრობლემა, ხედვა, კონცეფცია, როგორ მესახება ქალაქის განვითარება და 4 წლის შემდეგ როგორ ვხედავ თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება