Skip to content
01/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: დამოუკიდებელმა საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ლევილის მამულის დაბრუნების მიზნით და ეს ოცნებაც 2016 წელს აგვიხდა

მარშალ პრესი 03/10/2022
თეა წულუკიანი

სახელმწიფომ, უკვე დამოუკიდებელმა საქართველომ დაიწყო მოლაპარაკებები ლევილის მამულის დაბრუნების მიზნით და ეს ოცნებაც აგვიხდა 2016 წელს, – ამის შესახებ თეა წულუკიანმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა. კულტურის მინისტრმა მამულში თავისი პირველი ვიზიტი გაიხსენა და განმარტა რა სამუშაოები მიმდინარეობს მამულში, როგორი იქნება შატოს რეაბილიტაციის გეგმა და რა სირთულეები ახლდა მისი დაბრუნების პროცესს.

„სირთულე იყო მრავალნაირი. თუნდაც ის ფაქტი, რომ 90-იანი წლებიდან დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მოლაპარაკებები. ყველა მთავრობის წინამორბედი მთავრობა – მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები მუდმივად ცდილობდნენ მამულის დაბრუნებას მისი ნამდვილი მესაკუთრის – დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოსთვის. ასეთი იყო რამიშვილის, ჟორდანიას, ექვთიმე თაყაიშვილის და სხვების ანდერძი. ეს ვერ ხდებოდა. ეს ფაქტიც მოწმობს, ომ პროცესი სირთულეებით იყო სავსე. ბოლო წლებში მოლაპარაკებას დიასპორის სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ჩაუდგა სათავეში – უკვე „ქართული ოცნება“ გახლდათ ხელისუფლებაში. ბატონი გელას ინიციატივით მე ჩავერთე, როგორც იუსტიციის მინისტრი და უკვე სამართლებრივ ჭრილში დავიწყეთ საუბარი, რამაც მოიტანა შედეგი. მაგრამ მაინც რთულად, იმიტომ რომ ოჯახები, ვინც ითვლებოდნენ მესაკუთრეებად – იმ დიდი ქართველების შთამომავლები, ამბობდნენ: „გვინდა ვიცოდეთ წინასწარ რა არის თქვენი დაპირებები, რომ ეს შატო და მამული არ იქცევა ისეთი თავშეყრის ადგილად, რომელიც არ შეეფერება ან ჩვენი წინაპრების ხსოვნას, ან იდეებს, რომლებისთვისაც ისინი იყვნენ დევნილნი, მთელი თავიანთი ცხოვრება“. ამიტომაც ჩვენ გვაქვს სანოტარო აქტი, სადაც დეტალურად არის ჩამოთვლილი რომელ ოთახში რა უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახები არ იყვნენ მზად ხელმოწერისთვის“, – განმარტა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გამსახურდიას პოლონეთის პოლიციის წინაშე დამსახურებისთვის ოქროს მედალი გადასცა
Next: დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა იწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.