Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მერაბ ჭიქაშვილი: დღეს რომ მშვიდობაა იმ ფონზე, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება, არის ამ მთავრობის დამსახურება

მარშალ პრესი 03/10/2022
ჭიქაშვილი

მშვიდობა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მონაპოვარია. ნებისმიერ ადამიანს შეკითხვას რომ დაუსვამთ, რა გინდა შენს ქვეყანაში? – ეს არის მშვიდობა, ამის შესახებ მსახიობმა მერაბ ჭიქაშვილმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„ის, რომ დღეს, დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა ეს არის დამსახურება იმ ხელისუფლების, რომელიც დღეს გვყავს. ჩვენ უნდა ვაკრიტიკოთ ნებისმიერი ხელისუფლება, მაგრამ ეს მართლაც არის ირაკლი ღარიბაშვილის და მისი გუნდის დამსახურება. ჩვენ მუდმივად გვყავს ვიღაცისტები და განსაკუთრებით მიშისტებს სჩვევიათ, რომ მაინცდამაინც უნდა დავიხოკოთ სახე და გვიყვარდეს ხელისუფლება. ერთი რაც რეალობაა უნდა ვთქვათ, რომ უნდა ვიცოდეთ შეფასების დროს, რას ნიშნავს კარგი ხელისუფლება და ვინ შეინარჩუნა ეს მშვიდობა. არავინ არ იცის ეს მუდმივი იქნება თუ არა, მაგრამ ამ შემთხვევაში დღეს რომ მშვიდობაა იმ ფონზე, რაც ევროპის კონტინენტზე ხდება, ეს არის ამ მთავრობის დამსახურება“, – განაცხადა ჭიქაშვილმა.

Post navigation

Previous: ხვიჩა კვარაცხელიას საბაზრო ღირებულება €35 მილიონამდე გაიზარდა
Next: მაია ნიკოლეიშვილი „დროას“ აქციაზე: ხოშტარიამ პირდაპირ შეასრულა დავალება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.