5 თვიანი უპრინციპო ჭირვეულობის შემდეგ ნაც.მოძრაობა მიშელის დოკუმენტზე აწერს ხელს

491
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ჩვენ, „ნაციონალური მოძრაობა“, ხელს ვაწერთ 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ვაცხადებთ ჩვენს მზაობას და ხაზს ვუსვამთ ჩვენს რწმენას, რომ სხვა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებთან ერთად გავიმარჯვოთ 2 ოქტომბრის რეფერენდუმში.”- განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.

ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობა“ ხელს ვაწერთ შეთანხმებას, რომ არ ახდეს „ქართული ოცნების“ ოცნება და დასავლელი პარტნიორები ამ არასაიმედო ხელისუფლების გამო არდისტანცირდნენ ქართველი ხალხისგან, რაც საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანას დააზიანებს.

შესაძლოა, არ მოგვწონდა 19 აპრილის შეთანხმება და ეს არც არასოდეს დაგვიმალავს, არც მე და არც ჩემს მეგობრებს და რატომ არ მოგვწონდა?! რადგან არ გვჯეროდა და ბუნებრივია, როცა არ გჯერა, ვერ მოიწონებ იმას, რისიც არ გჯერა. არ გვჯეროდა, რომ ოლიგარქი ივანიშვილი რამე სერიოზულ რეფორმას განახორციელებდა. არ მოგვწონდა ამნისტიის უსამართლო კანონი და ა.შ. სამწუხაროდ, ბევრ რამეში აღმოვჩნდით, იმის ჩათვლით, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებდა თავისი ხელმოწერის პატივისცემად და ეს მხოლოდ დაძაბულობის დროებითი ჩახშობა იყო და არა კრიზისიდან გამოსავალი, მაგრამ ახლა, ყველა დეტალი მნიშვნელობას კარგავს და ფერმკრთალდება მთავარ სათქმელთან შედარებით”- ამბობს მელია.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება