Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში

მარშალ პრესი 01/10/2022
ირაკლი კობახიძე

ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას.

ჩვენ მზად ვართ, თუ იქნება კონსენსუსი ამ კანონის მიღების გარშემო, ამას გავაკეთებთ. თუ გვეტყვიან, ევროკავშირი მათ შორის თუ გვეტყვის, რომ არ გვჭირდება ასეთი კანონი, ეს უკვე თქვა წინა ელჩმა კარლ ჰარცელმა, ამ შემთხვევაში გავყვებით ამ კონსენსუსს. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თვითონ ქვეყანას რა თქმა უნდა სჭირდება დეოლიგარქიზაცია. ქართული კულტურისთვის მიუღებელია ისეთი ადამიანების გავლენა პოლიტიკაზე, როგორიც არის იგივე კეზერაშვილი, სააკაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე და ა.შ. ისინი არიან ჩვენი კულტურისთვის მიუღებელი ფიგურები ქართულ პოლიტიკაში. ღმერთმა ხელი მოუმართოს მათ პიროვნულ ამბებში, მაგრამ რაც შეეხება ქართულ პოლიტიკას, ასეთი ადამიანების ადგილი ჩვენი კულტურის მქონე ქვეყანაში ნამდვილად არ არის პოლიტიკაში“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: დიდი დაპირისპირება ნაცებში – პარტიის ლიდერები ნიკა მელიას გადადგომას თხოვენ! – გადადექი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, რადგან სჯობს ასე მოიქცე, ვიდრე გაშვებული დაგერქვას
Next: ბათუმმა ტურიზმის „ოსკარი“ მოიპოვა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.