Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ

მარშალ პრესი 01/10/2022
ირაკლი კობახიძე

დღეს ჩვენი გუნდი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს. გვქონდა სერიოზული სირთულეები გარკვეულ ეტაპებზე, თუმცა ყველა სირთულე გადავლახეთ. ვგულისხმობ მაგალითად წინა პრემიერის მმართველობის პერიოდს. დღეს ყველა სირთულე გადალახულია და გუნდი არის ძალიან ძლიერი და ერთიანი, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან დადებითად აისახება მთლიანად პოლიტიკური სისტემის განვითარებაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ამას ვერ ვიტყვით ჩვენს მთავარ პოლიტიკურ ოპონენტ პარტიაზე, „ნაციონალურ მოძრაობაზე“, სადაც სრული ქაოსია. ეს პროცესები აჩვენებს მათ შორის იმასაც, რომ ჩვენს პოლიტიკას ნამდვილად სჭირდება დეოლიგარქიზაცია. არის 2 ოლიგარქი: სააკაშვილი და კეზერაშვილი, რომლებიც ცდილობენ საკუთარი გავლენა გააფართოონ ფულის მეშვეობით. ეს არის ფული, რომელიც მათ თავის დროზე ხალხის ხარჯზე იშოვეს და ყველას ახსოვს, კეზერაშვილი როგორ გახდა მინისტრის პოსტის დატოვებიდან 1 თვეში მილიარდიანი ბრუნვის მქონდე კომპანიის მფლობელი. ჩვენ მზად ვართ, რომ თუ იქნება კონსენსუსი დეოლიგარქიზაციის კანონის შესახებ, მივიღოთ. თუ ევროკავშირი გვეტყვის, რომ არ გვჭირდება ასეთი კანონი, ჩვენ გავყვებით ამ კონსენსუსს, მაგრამ თვითონ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

Post navigation

Previous: ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ბელარუსის სახელმწიფოსა და ხელისუფლების მიერ აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება
Next: მიშამ ბიძინას გამონაცვალი ნიფხავი ამოიცვა და რატომ ვერ ვიგებ ამ ნიფხვით, ძალიან მიხდებაო – უკვირს – რატომ უწოდა გუბაზ სანიკიძეს თამარ ჩერგოლეიშვილმა ნახმარი ნიფხავი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.