უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ადეიშვილს, გომელაური – მერაბიშვილს, გრიგოლ ლილუაშვილი – ახალაიას, მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი – ნიკა გვარამიას, რომელიც გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტია – ირაკლი ღარიბაშვილი

267
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

რამდენიმე გამომსვლელმა თქვა შედარებაზე და რატომაც არა, უნდა შევადაროთ; უნდა შევადაროთ პროფესორი რატი ბრეგაძე ზურაბ ადეიშვილს, უნდა შევადაროთ ვახტანგ გომელაური ვანო მერაბიშვილს. უნდა შევადაროთ გრიგოლ ლილუაშვილი ახალაიას და სხვა უამრავ სადიზმით და სისასტიკით გამორჩეულ მკვლელებს და კორუმპირებულებს, რომლებიც ანგრევდნენ ჩვენს ქვეყანას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ადამიანებმა ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ათ მეორედ ამის გაკეთების უფლება აღარ მიეცემათ.

„უნდა შევადაროთ მეცნიერი კაცი მიხეილ ჩხენკელი ნიკა გვარამიას, ბატონებო, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გარყვნილების მთავარი პროპაგანდისტი ქვეყანაში და რომელიც იყო განათლების მინისტრი. ამაზე მეტი თვალსაჩინო მაგალითები მოსახლეობისთვის, ვფიქრობ არ გვაქვს და ყველაფერი ნათელია. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებმა, რომელთა გვარებიც ჩამოვთვალე, სააკაშვილის მეთაურობით ერთხელ უკვე გაანადგურეს ქვეყანა და ტერიტორიები დაგვაკარგინეს. ჩვენ მათ მეორედ ამის გაკეთების უფლებას აღარ მივცემთ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება