Skip to content
10/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თეა წულუკიანი: 10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება

მარშალ პრესი 01/10/2022
წულუკიანი

10 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ბოროტება, რომელიც ვპირდებით საზოგადოებას, ხელისუფლებაში აღარასდროს დაბრუნდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„გილოცავთ ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის, ბოროტებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის დასამარცხებლად არაერთი წლის განმავლობაში ზოგი საპატიმროდან, ზოგი თავისუფლებაზე, ზოგი უცხოეთიდან. 10 წლის წინ პირველ ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ერთად ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით და მისი გამაერთიანებელი ძალის წყალობით, დავამარცხეთ ის ბოროტება, რომელიც ვპირდებით ჩვენს საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში უკან აღარასდროს დაბრუნდება. ვულოცავ ჩვენს თანამებრძოლებს, რომლებიც არ უშინდებოდნენ. მაშინ პოლიტიკური ბრძოლა იყო საშიში, დამაზიანებელიც კი საკუთარი შვილებისა და ოჯახებისთვის, ეს ყველას გვახსოვს, მაგრამ თქვენ არ ეგუებოდით ამ შიშს და იბრძოდით ყველა მშვიდობიანი მეთოდით, რომელმაც 10 წლის წინ 1-ელ ოქტომბერს მოიტანა გამარჯვება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ზარქუა: 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და უფრო მეტი ევროპა
Next: ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში, II ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.