Skip to content
09/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • რეგიონები

„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

მარშალ პრესი 01/10/2022
შემოდგომის წყალტუბო

ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, დელეგაციები წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი, თეატრალიზებული სანახაობები, საგამოფენო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიება, დაიწურა ყურძენი და ჩამოისხა ბრენდირებული ღვინო „წყალტუბო“, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იყო წარმოდგენილი.

დღესასწაულზე გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია. „შემოდგომის წყალტუბო – 2022“ საზეიმო კონცერტით გაგრძელდება. ღონისძიებას გახსნის ფოლკლორული ანსამბლი „ნადური“, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ შეასრულებს ქართველ კომპოზიტორთა შედევრებს, ასევე საკუთარ მუსიკალურ პროგრამას წარმოადგენს გიორგი გაბუნია და ღამის შოუს ბენდი. სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო 2022“ ფეიერვერკით დასრულდება.

Continue Reading

Previous: კახა კალაძე თბილისში მყოფ დოჰას მერს შეხვდა
Next: ირაკლი ზარქუა: 1-ელ ოქტომბერს გამარჯვებით, ჩვენ მოვიპოვეთ თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვა და უფრო მეტი ევროპა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025