სახალხო დამცველი სწუხს, რომ ე.წ “ტრანსგენდერებისთვის” პირადობის მოწმობაში მითითებული სქესის შეცვლა გართულებულია

1151
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

სახალხო დამცველი სწუხს, რომ საქართველოში მცხოვრებ ტრანსგენდერებს არ აქვთ იმის შესაძლებლობა, პირადობის მოწმობაში მითითებული მამრობითი სქესის ჩანაწერი შეცვალონ, რადგან ეს მხოლოდ პლასტიკური ოპერაციის შემდეგ არის შესაძლებელი, რასაც უმეტესობა ვერ ახერხებს.

ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც სექსუალურ უმცირესობებს ეხება და 17 მაისისთვის მომზადდა.

“განსაკუთრებით რთულია ტრანსგენდერი ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.
სოციალურ ცხოვრებაში არსებით სიძნელეებს ქმნის კანონმდებლობის ჩანაწერი,
რომელიც პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში სქესის შესახებ ჩანაწერის
შეცვლისთვის ტრანსგენდერი ადამიანებისგან სქესის შეცვლის ქირურგიული
ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს.

დასაქმებასა და განათლებაზე
ხელმისაწვდომობის ბარიერები განსაკუთრებით მძიმედ სწორედ ტრანსგენდერი
ადამიანების უფლებრივ მდგომარეობაზე აისახება.”- ვკითხულობთ განცხადებაში.


კომენტარები
რეკლამა
მოწონება