Skip to content
27/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას – ირაკლი ღარიბაშვილი

მარშალ პრესი 01/10/2022
ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს:
2012 წლის პირველი ოქტომბერი თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია – „ქართულმა ოცნებამ,“ საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად პირველად შეცვალა ხელისუფლება მშვიდობიანი გზით.
ამ პროცესში გადამწყვეტი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პიროვნული როლი. სრული უიმედობის, ღრმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისების პირობებში, მან შეძლო სახალხო ენერგიის მობილიზება და სწორი მიმართულების მიცემა. შედეგად, ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც მანამდე შეუძლებელი ჩანდა, – მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს წარმატებულ განვითარებას.
ამის შემდეგ, ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნეთ და განვამტკიცეთ პოლიტიკური სტაბილურობა ქვეყანაში, არამედ განვახორციელეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, გავაღრმავეთ დემოკრატიული პროცესები, გავაძლიერეთ უსაფრთხოება და თავდაცვისუნარიანობა, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადავდგით ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანის – ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.
ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იქნებოდა საზოგადოების უდიდესი თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე. დღეს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენი პარტიის წევრებს, მხარდამჭერებს, მთელ საზოგადოებას. მჯერა, რომ საქართველოს შემდგომი წინსვლა კვლავაც ხელისუფლებისა და ხალხის იმ ერთიანობას უნდა დაეფუძნოს, რომელსაც ზუსტად ათი წლის წინ ჩავუყარეთ საფუძველი.

Post navigation

Previous: დავით ქართველიშვილი – ბერში – მისი უწმინდესობა, ერში – ქვეყნის თავდადებული გმირი, ქველმოქმედი და პოლიტიკური მოჭადრაკე ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ ორი ბუმბერაზი პიროვნების გარშემო მოხდა ერის ჯანსაღი ძალების კონსოლიდირება
Next: კახა კალაძე: პირველი ოქტომბერია თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.