Skip to content
15/12/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ლევან ნიკოლეიშვილი – 10 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას

მარშალ პრესი 01/10/2022
ლევან ნიკოლეიშვილი

10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით! – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„საქართველო გილოცავ! 10 წელი გავიდა მას მერე, რაც საქართველომ შვებით ამოისუნთქა! 10 წელი ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგურა! 10 წელია, რაც მავნებლები, შიდა თუ გარე მტრები ცდილობენ აურიონ, შეანჯღრიონ, შეარყიონ, ომში და უბედურებაში ჩაითრიონ, მაგრამ არ გამოსდით! არც გამოუვათ, რადგან ხალხის ნება სულ სხვაა! აი, იმ ხალხის რომელმაც გადაწყვიტა გვერდით დასდგომოდნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, და მტარვალ ხელისუფლება, მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით შეეცვალა! დღეს 1 ოქტომბერია, 10 წლის წინ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ჩვენ ხალხთან ერთად დასაბამი ჩაუყარა ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და განვითარებას! ღვთივკურთხეულ, ღმრთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ყოველთვის ემტერებოდნენ, ებრძოდნენ მამულს, ებრძოდნენ, ენას, ტრადიციას, კულტურას, ვენახს…მაგრამ ყოველთვის კისერს იტეხდნენ, ქართველობას და ქართველს კი ვერ ტეხდნენ, რწმენას ვერ უნგრევდნენ, ვერ ერეოდნენ, ვერ და ვერა! მიზეზი კი ჩვენი გონიერება, და სიყვარულისა და მშვიდობისაკენ სწრაფვა გახლდათ ყოველთვის! სწორედ გონიერებით, სწორედ მშვიდობის და ქვეყნის სიყვარულის წყალობით, ღვთის ნებითა და შეწევნით სწორედ ამ დღეს 10 წლის წინათ, ჩვენ გავიმარჯვეთ, და კიდევ ბევრს გავიმარჯვებთ! საქართველო გილოცავ!“ – წერს ნიკოლეიშვილი facebook – ზე.

Post navigation

Previous: ვლადიმერ ბოჟაძე – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამ დაუბრუნა ხალხს იმედი და რწმენა, რომ სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შიშველი ხელით, კალმითა და ბიულეტენითაც შეიძლებოდა
Next: ირაკლი ლატარია – გილოცავთ მეგის ქარდავების დამარცხების დღეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.