„შემთხვევითი“ ერთობლივი ვოიაჟისა არ იყოს, ასევე „შემთხვევითა“ და შეხმატკბილებულად დასცხეს სახელმწიფოს „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ეკონომისტებმა

604
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

დღეს ამერიკული „შემთხვევითი“ ერთობლივი ვოიაჟისა არ იყოს, ასევე „შემთხვევით“ და შეხმატკბილებულად დასცხეს ამ სახელმწიფოს „ნაცმოძრაობისა“ და გახარიას პარტიის ეკონომისტებმა, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

„ერთს ძალიან გაუხარდა მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის საკრედიტო მეორე ტრანშის (75 მილიონი ევრო) აღებაზე – ტყუისო ხელისუფლება! სინამდვილეში მას სანქციები დაუწესესო და ამ ტრანშს ისედაც არ აძლევენო. როგორც ჩანს, გაფანტული აზროვნების პათოლოგია გასცდა მათ რიგებში პოლიტიკურ სფეროს, სადაც ადგილობრივი არჩევნები რეფერენდუმთან ეშლებათ და უკვე ეკონომიკურ სფეროსაც მიაღწია.

ასევე სიხარულით, ორკესტრირებულად დასცხო ხელისუფლებას გახარიას ეკონომიკურმა გუნდმა. ჩვენ კი არ ვამბობთ უარსო, ისინი აღარ გვაძლევენო, იმიტომ რომ ერთი წლის წინ აღებული ვალდებულებების – მოსამართლეთა დანიშვნისა და სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების შესახებ, შესრულების საფასური ყოფილაო ეგ ტრანში და მთავრობამ ესენი არ შეასრულაო. განა რამეთი ამყარებს ამ არგუმენტებს, სიტყვაზე მენდეთო – ჩვენი გუნდი და სიცრუე ან უნამუსობა, გაგიგიათო?

ამას იძახის ადამიანი, რომელიც ერთი წლის წინ იმ პრემიერის მრჩეველი იყო, რომელმაც ეს ვალდებულებები თურმე, აიღო თავის თავზე. სადაა ხსენებულ რეფორმირებაში თქვენი ეკონომიკური გუნდის თუნდაც, ნახევარწლიანი წვლილი?! სადაა „ალიოშა დევდარიანის არქივი“?!

ამასობაში კი ბელადის „ბუდეს“ კვლავ ვიღაცამ გადაუფრინა და იმანაც არ დააყოვნა – შპრიცები, ვაქცინები, თვითმფრინავები, ბრიუსელი, ავღანეთი… ყველაფერი ერთ ბოდვაში მოათავსა – აი, თურმე, რას სთავაზობდა „საყვარელ ქვეყანას” და რა პროექტები „ჩაუშალა“ მთავრობამ?! ახალი „ქართული“ ფოლკლორული შედევრიც კი შექმნა „ამჟავებულ მკვახე ყურძენზე“ და მისი წვენი თავის შიზოფრენიულ ამომრჩეველს ოყნით შეუყვანა აზროვნების ხვრელში. ოღონდ ბრიუსელში არა ქვეყნის პრემიერს უწოდეს „იდიოტი“ – იდიოტი შენ, სააკაშვილო, უწოდე ბრიუსელში ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს. თუ დაგავიწყდა, მე ამის ციტატა შენახული მაქვს და შენ, შენი ბოდვის არა?“, – წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს, რადგან ეკონომიკური ზრდის შედეგად ბიუჯეტში დამატებით მილიარდი ლარია აკუმულირებული.

„ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს პუნქტს, გამომდინარე იქიდან, რომ არის 75 მილიონი ევროს კრედიტი. მადლობა ღმერთს, ეკონომიკური ვითარება განსხვავებულია. ბიუჯეტში დამატებით დაახლოებით 1 მილიარდი ლარის აკუმულირება მოხდა პროგნოზირებადთან შედარებით და გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია, ამას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს“, – დასძინა კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება