Skip to content
21/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დააკავა

მარშალ პრესი 30/09/2022
სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თბილისსა და სამტრედიაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე შსს დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელი დააკავა, ხოლო ამავე უწყების ერთ თანამშრომელს ბრალდება წარედგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში 2021 წლის სექტემბრის თვეში და 2022 წლის 15 აგვისტოს, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარისთვის, დაკავებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ჯ.

საქართველოს პროკურატურამ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126′ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 11′, 151-ე მუხლი მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 29 სექტემბერს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 20 მაისს და ამავე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, დაკავებულ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი პ.ზ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2022 წლის 7 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მეუღლის და არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მხილებული იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი შ.ა.

საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის ბრალი 2022 წლის 30 სექტემბერს წარუდგინა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ზემოაღნიშნულ საქმეებზე აგრძელებს გამოძიებას.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება
Next: „ხალხის ძალა“ – ამერიკის ელჩმა უარი თქვა რადიკალური ოპოზიციის გზავნილების სრულ უარყოფაზე, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს დასკვნებს, რომ საელჩოს და რადიკალური ოპოზიციის თითოეული მოქმედება სრულად კოორდინირებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.