Skip to content
14/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე გიორგი ვაშაძეზე: ეს ადამიანი ისეთ მორალურ ფსკერზეა და ისეთ რაღაცებს კადრულობს, რომ დარბაზში შემოსვლაც კი ეშინია

მარშალ პრესი 30/09/2022
მამუკა მდინარაძე

ისეთ მორალურ ფსკერზეა და ისეთ რაღაცებს კადრულობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა, ბრიფინგებს ატარებს ხოლმე და საოცრებებს ლაპარაკობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც თქვა, რომ ირაკლი კობახიძე რუსეთის აგენტია.

„ვაშაძეს ამ სიბინძურისთვის რაც ეკუთვნის, მე თქვენს წინაშე ამას ვერ ვიკადრებ, საზოგადოების და თქვენი პატივისცემის გამო. მის გასაგონად ვამბობ. ეს ადამიანი როგორ მორალურ ფსკერზეა იცით, ნებისმიერ რამეს იტყვის რაც არ უნდა დასჭირდეს და შემდეგ დარბაზში ვერ შემოდის. ისეთ მორალურ ფსკერზეა და ისეთ რაღაცებს კადრულობს, რომ დარბაზში ეშინია შემოსვლა, ბრიფინგებს ატარებს ხოლმე და საოცრებებს ლაპარაკობს. რაც შეეხება აგენტებს და აგენტურას, ეს სიტყვა ბოლო დროს გაიოლდა, ნებისმიერის მიმართ შეიძლება თქვან, დაგაბრალონ. ფაქტი კი არა, ლოგიკაც კი არ არსებობს ისეთ რაღაცებს ამბობენ. ეს სიტყვა – აგენტი ისე შეაჩვიეს საზოგადოებას, თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს და მართლაც ჩვეულებრივი ამბავია მათთვის. იცით რატომ? – მაგალითად: ცივილიზებულ სამყაროში დღეს, რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც უკრაინაში ბავშვების და ქალების დახოცვა არ უნდათ, დეზერტირებს უწოდებს პუტინი და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომლებიც იქ, ლარსზე პლაკატებით დახვდნენ. ეს არის მათი პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი“, – აცხადებს მდინარაძე.

Post navigation

Previous: დიმიტრიოს ავრამოპულოსი – საქართველომ რთული მომენტები გაიარა, მაგრამ მომავალი იმედისმომცემია და დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, დარწმუნებული ვარ თქვენი ქვეყნის დიდებულ მომავალში
Next: ირაკლი ღარიბაშვილი: საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, 2023 წლის იანვრიდან კი 500 სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.