GORBI: დღეს რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, 61,4% ხმას კახა კალაძეს მისცემდა

628
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ცნობილია.

კითხვაზე „დღეს რომ ქალაქ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“ გამოკითხულთა 61.4%-მა არჩევანი კახა კალაძეზე, ხოლო 38.6%-მა ნიკა მელიაზე შეაჩერა.

წინა თვის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კახა კალაძის მხარდამჭერთა რაოდენობა 1,2%-ითაა გაზრდილი.

„გორბის“ მიერ ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის სოციოლოგიური გამოკითხვის მეთოდოლოგია პირისპირ ინტერვიუირების მეთოდით ჩატარდა.

რესპონდენტთა შესარჩევად გამოყენებული იყო მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდი. შერჩევის სრული ზომა – 1500 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი – 95% საიმედობისას: +/- 2.5% ქვეყნის მოსახლეობისთვის, +/- 3.5% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის ქვეყნის მასშტაბით, +/- 3.4% თბილისის მოსახლეობისთვის, +/- 4.8% სავარაუდო ამომრჩეველთა შერჩევისთვის.

თბილისის მასშტაბით კვლევის სამიზნე ჯგუფი იყო ზრდასრული მოსახლეობა (18 წლის და უფროსი მოსახლეობა), რომელიც ცხროვრობს საქართველოს ტერიტორიაზე და არის რეგისტრირებული ამომრჩევლი იმ უბანზე, სადაც ტარდება მისი ინტერვიუირება. კვლევამ არ მოიცვა მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან იმყოფება პენიტენციური სისტემის დაწესებულებებში, საავადმყოფოებში და სხვა სპეციალურ დაწესებულებებში, მათ შორის ჯარში. წარმოდგენილი მონაცემები ეფუძნება „სავარაუდო ამომრჩეველთა“ აზრს. სავარაუდო ამორჩეველი განისაზღვრება რამდენიმე შეკითხვაზე გაცემული პასუხების საფუძველზე – ორი შეკითხვა სავარაუდო ხმის მიცემის შესახებ და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, თუკი რესპონდენტი უფლებამოსილი იყო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. ამის შედეგად გამოპასუხების დონემ შეადგინა 34.9%.

ასევე იხილეთ:

დღეს რომ ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდეს, 47,2% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა – რა ბედი ელის გაფარჩაკებულ ოპოზიციას

კომენტარები
რეკლამა
მოწონება