დღევანდელი პრემიერი არ შეუკვეთავს სასიკვდილო ცემას, მაგრამ ამის გაკეთება ღარიბაშვილის და ოცნების ოპონენტებს შეუძლიათ – რა პროვოკაციას შეიძლება გეგმავდეს გიორგი გახარია და მისი გუნდი

1637
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

“აშკარად კარგი დროა: შეიძლება პრემიერს ყველაზე უწმაწურად შეაგინო და მიწაში არავინ ჩაგმარხავს.
თუმცა, მოვერიდებოდი მაინც. დღევანდელი პრემიერი არ შეუკვეთავს სასიკვდილო ცემას, მაგრამ ამის გაკეთება ღარიბაშვილის და ოცნების ოპონენტებს შეუძლიათ.
ოპოზიციაში დიდი ხანია მსხვერპლშეწირვაზე საუბრობენ…
გაბუნიას ვარიანტია, პუტინს რომ აგინა…
არც დავწერდი ამ პოსტს, ყველა იგინება, რომ არა დღეს გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ბ-ნი ხოჯევანიშვილი ბ-ნ სარალიძეს, სადღაც კაფეში ხვდება და კონვერტის მსგავსს გადასცემს.
არ ჩავუღრმავდები არც კონვერტს, არც ბ-ნ სარალიძეს, არაა საინტერესო.
მხოლოდ ერთ აქცენტს დავსვამ: ამ ორი პირის ასეთ ვითარებაში შეხვედრა ბევრ კითხვაზე ითხოვს პასუხებს.
ბევრ კითხვას რომ თავი დავანებოთ, თუნდაც ერთ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, რა მიზნით შეხვდნენ ერთმანეთს?
ვიდეოში ხმა არ ისმის და არცაა საჭირო. რაც ჩანს, ისიც საკმარისია და პასუხი პარტიის ყველაზე მაღალ დონეზეა გასაცემი.
თუ რას ფიქრობს ხალხი, მ.შ. ხელისუფლების ოპონებტები, ამ ვიდეოსთან დაკავშირებით, უხვად წაიკითხავთ სოცქსელში.” – წერს სალუქვაძე
ვრცლად იხილეთ:
კომენტარები
რეკლამა
მოწონება