Skip to content
17/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლუკაშენკოს მსგავსი განცხადება, სხვა მიზანზე გვაფიქრებინებს – ლევან მამალაძე

მარშალ პრესი 29/09/2022
ლევან მამალაძე

რისთვის ჩავიდა ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო აფხაზეთში და რა ჩანაფიქრი აქვს პუტინს ?!!
საქართველოს ხელისუფლებამ ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში ყოველმხრივ დაგმო , მაგრამ ეს ვიზიტი სხვა პროგნოზების გაკეთების საფუძველს იძლევა!”- წერს სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე და ეხმიანება ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში.

“მიუხედავად პუტინის თხოვნისა, ალექსანდრე ლუკაშენკოს არასდროს არ უღიარებია აფხაზეთი. ამჟამინდელი ვიზიტისას, აფახაზეთის დეფაქტო ხელმძღვანელი ასლან ბჟანია ბევრჯერ ეცადა აღიარების საკითხი წამოეწია, მაგრამ ლუკაშენკომ ამას თავი აარიდა. ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ „მხარს ვუჭერთ აფხაზეთს და ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ რომ საქართველოსთან ერთად მშვიდობიანი გარემო შევქმნათ, ვაჭრობის და ეკონომიკის განვითარება ყველაფერს დაალაგებს“!

ლუკაშენკოს მსგავსი განცხადება, სხვა მიზანზე გვაფიქრებინებს. სავარაუდოდ პუტინს უნდოდა, განაწყენებული აფხაზების მიმართ ყურადღების გამოჩენა. ლუკაშენკო აფხაზებს დაარწმუნებდა იმაში , რომ მობილიზაცია მათ არ შეეხებათ და რუსეთი მათ არ მიატოვებს.

ასევე იკვეთება ლუკაშენკოს გარკვეული მცდელობა, აფხაზების საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის დალაგებისა. პუტინს ესმის, რომ საქართველოს ლოიალობა რუსეთის მიმართ უსაზღვრო ვერ იქნებ და ტერიტორიული პრობლემების მოგვარების მხრივ ნაბიჯები თუ არ გადმოდგა, რუსეთს სამხრეთ კორიდორიც მალე ჩაეკეტება. ასეთივე ბედი ელის ბელორუსსაც!
ცოტახანში გამოიკვეთება, რა არის პუტინისა და ლუკაშენკოს რეალური ჩანაფიქრი!”- წერს ლევან მამალაძე.

Post navigation

Previous: ამ ეტაპზე ელჩის სასწრაფოდ გაძევება არ მიმაჩნია მიზანშეწონილად -ამ ნაბიჯმა შეიძლება დააჩქაროს ის ვერსია, რომ რუსეთი ემზადება აფხაზეთში უკრაინის რეგიონების მსგავსი რეფერენდუმის ჩასატარებლად
Next: მოძრაობა “ხალხის ძალა” განცხადებას ავრცელებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.