IMG.GE IMG.GE

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოება ინფორმაციას პერიოდულად გაიგებს უწყების პრესსამსახურის მხრიდან.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმებოდა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობა. როგორც გვარამია ამბობს, საქმეზე საქართველოს კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბადრის ძე ბოკოვი.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება