იაგო ხვიჩია: გვინახავს, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთელი პოლიტიკური სპექტრის შეცდომაში შეყვანას რომ შეუწყვეს ხელი

332
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

რომ გითხრათ, რასაც ეს ხალხი ამბობს აპრიორი ბიბლიურ სიბრძნედ მიმაჩნია-მეთქი, ასე არ არის. ჩვენ გვინახავს, ამ ხალხმა მთელი პოლიტიკური სპექტრის შეცდომაში შეყვანას რომ შეუწყო ხელი, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „სამართლიანი არჩვნებისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ ახალი საარჩევნო კოდექსის გაკრიტიკებას.

„მე ზუსტად უნდა ვიცოდე, რა კრიტიკაზეა საუბარი. ჩვენ ობიექტურად მართლა გავაუმჯობესეთ საარჩევნო კანონმდებლობა. შეიძლება, ისეთი არ არის, როგორიც მე მინდა და ბევრი აკლია იდეალურობამდე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება