ერთი პროცენტიც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ“, თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება

364
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირაკლი კობახიძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება არ განიხილება. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს.

„ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს. ერთი კარგი, რაც ამ შეთანხმების ანულირების საფუძველზე მოხდა, არის ის, რომ ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს. შესაბამისად, ასეთ დროს არავითარ შემთხვევაში აღარ დავუშვებთ იმას, რომ კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ იმ ჩარჩოს, რომელიც კონსტიტუციას არის აცდენილი. აქედან გამომდინარე, ვერავითარ რეფერენდუმზე საუბარი ვერ იქნება, მაგრამ ჩვენ ხალხს უნდა მოვუწოდოთ, რომ რეფერენდუმი უნდა მოუწყონ „ნაციონალურ მოძრაობას,“ რომელიც არის აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა და ამას ისინი ამტკიცებენ ამ საარჩევნო პერიოდშიც, ისევე როგორც დაამტკიცეს 2020 წელს და უფრო ადრე.

1%-იც რომ აიღოს „ქართულმა ოცნებამ,“ თვითმმართველობის არჩევნების საფუძველზე არავითარი საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. ასეთ სცენარს ჩვენ არ განვიხილავთ, იქიდან გამომდინარე, რომ აბსტრაქციებზე ვერ ვიმსჯელებთ. ჩვენს მსჯელობას ვაფუძნებთ კონკრეტულ ფაქტებზე და კონკრეტული ფაქტი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა საზოგადოებისგან და შეგვიძლია იმ შედეგის გამეორება და გაუმჯობესებაც კი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, რაღაც აბსტრაქტულ მოცემულობაზე ჩვენს დასკვნებს ვერ დავაფუძნებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები
რეკლამა ____________ IMG.GE
მოწონება