იაგო ხვიჩიამ გიორგი და გრიგოლ ვაშაძეებს დაცინა – ჯობს, პირველი ძალის ამბიციით იყო და მაშინ იქნება მეტი შანსი

290
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა

ჯობს, პირველი ძალის ამბიციით იყო და მაშინ იქნება მეტი შანსი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს „მესამე ძალის“ შექმნასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, დააკვირდებიან „მესამე ძალა“ რამდენად ძლიერი იქნება არჩევნებისთვის.

„ზოგადად, მესამე ძალის ამბიციით დაბადება არ არის კარგი. ჯობს, პირველი ძალის ამბიციით იყო და მაშინ იქნება მეტი შანსი. თუმცა, რაც შეეხება პერსპექტივებს, ადამიანები ახლა იკრებენ ღონეს და დავაკვირდეთ, როგორი მოღონიერებული მოვლენ არჩევნებზე“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დღეს გიორგი ვაშაძე პოლიტიკური მოძრაობის „მესამე ძალის“ პრეზენტაციას გამართავს, რომელშიც „სტრატეგია აღმაშენებელთან“ „რესპუბლიკელები“, „თავისუფალი დემოკრატები“ და გრიგოლ ვაშაძე ერთიანდებიან.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება