აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დღევანდელი სხდომა ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტზე გამოხმაურებით დაიწყო.
„ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რომელიც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება, არღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. აფხაზეთი საქართველოა და ამას ვერანაირი ვიზიტი ვერ შეცვლის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. პროტესტის ნიშნად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს.
